
გერმანულ-ქართული ოჯახური ბიზნესი დაიწყო იდეით, საქართველოსთვის შექმნილიყო რაიმე სრულიად ახალი - ევროპული სტილის სანაყინე, სადაც უგემრიელესი, ხარისხიანი ყავაც გაიყიდებოდა და დააკმაყოფილებდა ხარისხისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებს.
ლუკა პოლარეს ახლა 5 კაფე-სანაყინე გააჩნია თბილისის ცენტრალურ უბნებში: ლესელიძის ქ. 34-ში (ძველი თბილისი), ერისთავის ქ. 12-ში (მრგვალი ბაღი), პეკინის გამზირზე 7ა-ში (საბურთალო), აღმაშენებლის გამზირის 125-ში (ძველი თბილისი). ყოველდღიურად, დილაადრიან იწყებს მუშაობას (8 საათზე) და გვიან ღამემდე (ღამის 2 საათამდე) სთავაზობს მომხმარებელს ნაყინის 26 სხვადასხვა არომატს, რომლებიც იტალიური რეცეპტების მიხედვითაა დამზადებული და არ შეიცავს არანაირ ხელოვნურ საღებავს ან არომატიზატორს. ის არ შეიცავს კონსერვანტებს და ყოველდღიურად ახალ-ახალი მზადდება, იმისთვის რომ მაქსიმალურად ხარისხიანი იყოს. ჩვენს ნაყინს ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანებს ვთავაზობთ: რძისას და ნაღებისას, სხვადასხვა ხილისას და კენკრისას, რომელიც ადგილობრივად მოწეული ხილისაგან მზადდება და არ შეიცავს ცხიმს ან ცხოველურ პროდუქტებს და შესანიშნავია ვეგეტარიანელებისთვის, ლიქიორიან ნაყინებს, დიაბეტურ ნაყინებს...