იტალიური კერძი - სტრომბოლი

აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ იტალიური სამზარეულო გურმანებისთვის ერთი ბედნიერებაა. იტალიელთა ბევრი წეს-ჩვეულება სწორედ სამზარეულოს უკავშირდება, ჩვენ კი მათი საოცარი კერძებიდან, დღეს სტრომბოლზე შევაჩერეთ არჩევანი.
 
საჭირო ინგრედიენტები:
ცომი

  • თბილი წყალი - 1 ჭიქა
  • საფუარი - 2 ¼ ჩაის კოვზი
  • შაქარი - 1 სუფრის კოვზი
  • მარილი - 2 ჩაის კოვზი
  • ზეთი - 2 სუფრის კოვზი
  • ფქვილი - 3 ჭიქა
 
ცომის შიგნით
  • ლორი - 250 გრ
  • სალიამი - 200 გრ
  • ყველი მოცარელა - 200 გრ
  • ზეითუნის ზეთი
 
მომზადების წესი:
 
ცომი: თბილ წყალში გახსენით საფუარი, 1 ჩ/კ შაქართან ერთად. დაუმატეთ 2 ჩ/კ მარილი და 2 ს/კ ზეითუნის ზეთი. ამის შემდეგ,  დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი 10-15 წუთის განმავლობაში.  შემდეგ გადაიტანეთ ზეთიან ჯამში, გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას 1-1,5 საათი.
 
ცომის ამოსვლის შემდეგ,  გაახურეთ ღუმელი 180-200 გრადუსზე. მაგიდაზე მოაფქვიეთ ფქვილი, გააბრტყელეთ ცომი და მიეცით ოთხკუთხა ფორმა. ცომზე დააფინეთ ჯერ ლორი და სალიამი, შემდეგ კი გახეხილი მოცარელა. გადაახვიეთ  რულეტივით და ზემოდან გადაუსვით ზეითუნის ზეთი. გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.

უგემრიელესი სტრომბოლი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
სტრომბოლი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ