კოქტეილი - ნეგრონი

დღეს infos.ge უგემრიელესი კოქტეილის რეცეპტს წარმოგიდგნეთ, თუმცა სანამ მის მომზადებაზე გადავალთ, ცოტა რამ ნეგრონის შექმნის შესახებაც უნდა მოგიყვეთ. კოქტეილის ავტორები გრაფი ნეგრონი და ფლორენციელი ბარმენი ფასკო სკორსელი არიან. გრაფი ნეგრონი და მისი მეგობრები შეყვარებულები იყვნენ  კოქტეილზე - “ამერიკანო”, თუმცა ნეგრონის ორგანიზმისთვის, „ამერიკანო“ ძალიან სუსტი სასმელი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, მან სთხოვა ბარმენს დაემატებინა “ამერიკანოში” ჯინი და ლიმონის მაგივრად კოქტეილი ფორთოხლის რგოლით მოერთო. სწორედ ასე შერჩა კოქტეილს მისი შემქმნელის - გრაფი ნეგრონის სახელი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ჯინი - 30 მლ
  • კამპარი - 30 მლ
  • ტკბილი ვერმუთი - 30 მლ
  • ტონიკი
  • ყინული
მომზადების წესი:
კოქტეილის მოსამზადებლად სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. შეიკერში მოათავსეთ ყინული, ჯინი, ვერმუთი, კამპარი და კარგად აურიეთ. სულ ბოლოს კი, დაამატეთ ტონიკი და ჭიქაში ჩასხმის შემდეგ მორთეთ ფორთოხლის კანის რგოლით.

უგემრიელესი ნეგრონი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ნეგრონი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ