ბიფსტროგანოვი

საქონლის ხორცის ბიფსტროგანოვი ცნობილი კულინარიული შედევრია, რომელიც პირველად ფრანგმა მზარეულმა გრაფ სტროგანოვისთვის მოამზადა. დღეს ეს კერძი ძალიან პოპულარულია არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ კერძი ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება, ამასთანავე მართლაც უგემრიელესია.
 
საჭირო ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცი - 500 გრამი
  • ქამა სოკო - 300 გრამი
  • კარაქი - 2 სუფრის კოვზი
  • არაჟანი - 250 გრამი
  • ხახვი - 1 თავი
  • ფქვილი - 1 სუფრის კოვზი
  • ტომატ-პასტა - 1 სუფრის კოვზი
  • წითელი წიწაკა- გემოვნებით
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
 
მომზადების წესი:
 
პირველ რიგში დაჭერით საქონლის ხორცი თხელ ფენებად და დაბეგვეთ, დაბეგვილი ხორცი კი, დაჭერით გრძელ ზოლებად. ტაფაზე დაადნეთ კარაქი, მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დააყარეთ გრძლად დაჭრილი ხორცი. თავდაპირველად შეწვით მაღალ ცეცხლზე, შემდეგ კი დაუწიეთ და აცადეთ ხორცს თავისივე წვენში მოიშუშოს. როცა მიხვდებით, რომ ხორცი მზად არის, დაამატეთ დაჭრილი სოკო და განაგრძეთ შეწვა. მიღებულ მასას დაუმატეთ ტომატ-პასტა, მოაყარეთ ფქვილი და კარგად აურიეთ. ამის შემდეგ, დაამატეთ არაჟანი და წამოადუღეთ. როცა მიხვდებით რომ, ტაფაზე მოთავსებული ინგრედიენტები შესქელდა, მოაყარეთ მარილი, პილპილი და წიწაკა. ბიფსტროგანოვი იდეალურია მოხარშულ მაკარონთან ან კარტოფილთან.
 
უგემრიელესი ბიფსტროგანოვი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ბიფსტროგანოვი
 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL