კიტრისა და ლაიმის ლიმონათი

დღეს გადავწყვიტეთ დეტოქს ლიმონათის რეცეპტი გაგაცნოთ. სასმელი, რომელიც ძალიან ბევრ სასარგებლო თვისებებს შეიცავს, თქვენს ორგანიზმს ნამდვილ დღესასწაულს მოუწყობს. ძალიან მარტივად მოსამზადებელი კიტრისა და ლაიმის ლიმონათი, მართლაც უგემრიელესია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ლაიმი - ½ ცალი
  • კიტრი - 1 ცალი
  • ფორთოხალი - ½
  • როზმარინი - 2 ღერო
  • თაფლი - 3 სუფრის კოვზი
  • წყალი - 1 ჭიქა
მომზადების წესი:
უპირველეს ყოვლისა დაჭრილი კიტრი ჩაყარეთ ბლენდერში, ხოლო ლაიმსა და ფორთოხალს გამოუწურეთ წვენი. გამოწურული წვენი დაუმატეთ ბლენდერში ჩაყრილ კიტრს და დააბლენდერეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
მიღებულ მასას დაუმატეთ თაფლი და ცივი წყალი. გადაიტანეთ ჭიქაში და მორთეთ როზმარინით.

უგემრიელესი კიტრისა და ლაიმის ლიმონათი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
კიტრის ლიმონათი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL