ლობიოსა და სოკოს სალათი

დღეს უგემრიელეს და უმატივეს რეცეპტს გაგაცნობთ. ლობიოსა და სოკოს სალათი საკმაოდ ნოყიერი და ჯანსაღი კერძია, რომელიც აუცილებლად დაიკავებს საპატიო ადგილს თქვენს სამზარეულოში.

საჭირო ინგრედიენტები:

  • დაკონსერვებული ლობიო - 500 გრ
  • შამპინიონი - 500 გრ
  • ხახვი - 2 ცალი
  • კიტრის მწნილი - 4 ცალი
  • ზეთი - 3 სუფრის კოვზი
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
პირველ რიგში დაჭერით სოკო და მოთუშეთ ტაფაზე დაჭრილ ხახვთან ერთად. ამის შემდეგ დაკონსერვებული ლობიო კარგად გარეცხეთ, დაუმატეთ ტაფაზე მოთავსებული ინგრედიენტები და დაჭრილი კიტრი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ და მოასხით ზეთი. შეგიძლიათ თავზე მოაყაროთ თქვენთვის სასურველი მწვანილი.

უგემრიელესი ლობიოსა და სოკოს სალათი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ლობიოსა და სოკოს სალათი
 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL