თბილისის ყველაზე გემრიელი ბურგერ ბარები

ბურგერები, კულინარიის ერთ-ერთი გამორჩეული კერძია. მისი ფორმულა ერთი შეხედვით ძალიან მარტივია - ფუნთუშა, სოუსი, ხორცის კოტლეტი, ბოსტნეული და ისევ ფუნთუშა. თუმცა, ეს მხოლოდ მისი ზედაპირული ჩონჩხია. სინამდვილეში ამ ორ ფუნთუშას შორის, შეფ მზარეულების უსაზღვრო ფანტაზია და თამამი ექსპერიმენტებია მომწყვდეული. ამ შედევრებს საქართველოშიც ბევრი ეტრფის და სწორედ ამიტომ, infos.ge-მ გადაწყვიტა თბილისის გამორჩეული ბურგერ ბარები წარმოგიდგინოთ.

“ბურგერკლასიკო“- ბურგერების მოყვარულებს, მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობენ, ჭავჭავაძის 40 ნომერში. „ბურგერკლასიკო“ 1 წელზე მეტია არსებობს და მისი მენიუ 35 სახეობის ბურგერს მოიცავს. როგორც ჩვენთან საუბრისას ბარ-მენეჯერმა - ლაშა თავაძემ აღნიშნა, თითოეული მათაგნის გემო, გამორჩეული და დაუვიწყარია. საფირმო ბურგერი „ელ კლასიკო“, რომელიც საქონლის ხორცისგან, ბეკონისგან, წითელი ხახვისგან, პომიდორისგან, სალათის ფურცლისა და საფირმო სოსუსგან შედგება, შეგიძლიათ 25.90 ლარად დააგემოვნოთ. ზოგადად ბურგერების ფასი კი, 8.90 ლარიდან იწყება. ამ ეტაპზე, „ბურგერკლასიკო“ აქციას გთავაზობთ, რომლის ფარგლებშიც 2 ჩიზბურგერს, 2 კოკა-კოლას, 2 ფრისა და 2 კეჩუპს 27 ლარად შეიძენთ, 37 ლარის ნაცვლად. ასევე მოგემსახურებიან მიტანის სერვისითაც, რომლის ფასი, თბილისის ნებისმიერ უბანში 4 ლარია. „ბურგერკლასიკო“ ყოველდღე 10:00 საათიდან, 01:00 საათამდე მუშაობს.
ბურგერ კლასიკო“პაიპს ბურგერ ჯოინთი“- 3 წლის წინ, თბილისს კიდევ ერთი ბურგერ ბარი შეემატა, რომლის მენიუც 15მდე სახეობის ბურგერს, სალათებსა და წვნიანებს მოიცავს. მენეჯერის- ქეთი დევდარიანის განმარტებით, ბურგერების ფასი 12.90 ლარიდან იწყება და 18.50 ლარამდე ადის. რაც შეეხება საფირმო „პაიპს ბურგერს, მისი დაგემოვნება 17.90 ლარად შეგიძლიათ. ბურგერებს მოყვება ფრი ან ხახვის რგოლები. უგემრიელესი ბურგერების დასაგემოვნებლად, „პაიპს ბურგერ ჯოინთს“ ვაშლოვანის 8 ნომერსა და ნინოშვილის 8 ნომერში (ფაბრიკის ტერიტორიაზე) შეგიძლიათ ეწვიოთ. ვაშლოვანის ფილიალი ყოველდღე 11:00 საათიდან 23:00 საათამდე, ნინოშვილის კი, 11:00 საათიდან 01:00 საათამდე მუშაობს. 
პაიპს ბურგერი
„ბურგერ ბარი“- თბილისის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე,  საოცრად გემრიელი ბურგერები გელოდებათ. „ბურგერ ბარი“ 4 წლის წინ გაიხსნა და მალე დაიპყრო მომხმარებლების გულები. როგორც მენეჯერმა - მერი სოხაშვილმა infos.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მათი მენიუ 40 მდე სახეობის ბურგერს, სალათებს, სტეიკებს, აპეტაიზერებს, სუპებსა და სასმელებს მოიცავს. „ბურგერ ბარში“ მისულ სტუმრებს, საფირმო „5 ყველის ბურგერი“ შეგიძლიათ 19.90 ლარად დააგემოვნოთ,“როიალ ბურგერის“ ფასი კი, 16.90 ლარია. ზოგადად ბურგერების ფასები, 9.90 ლარიდან იწყება. ყველა ბურგერს მოყვება ფრი და საწებელი. აქვე შეგიძლიათ ადგილზე მიტანის სერვისითაც ისარგებლოთ, რომლის საფასურიც 3 ლარიდან იწყება, 50-ლარზე ზემოთ კი, სრულიად უფასოა. „ბურგერ ბარი“ ყაზბეგის 15, ფალიაშვილის 32-სა და წერეთლის 118 ნომერში მდებარეობს. ბარი ყოველდღე 11:00 საათიდან 01:00 საათამდე მუშაობს.
ბურგერ ბარი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ