ტეკილა sunrise

კოქტეილი, რომელიც ჯგუფ "როლინგ სთოუნზის" წყალობით  გახდა ცნობილი, სახელწოდებას - „sunrise”-ს ფერის გამო ატარებს. მომზადების შემდეგ, თავად დარწმუნდებით, რომ ის მართლაც ძალიან ჰგავს მზის ამოსვლას, მოსამზადებლად კი, სულ რამდენიმე ინგრედიენტი და ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ტეკილა - 100 მლ
  • ფორთოხლის წვენი - 200 მლ
  • ბროწეულის სიროფი (გრენადინი) - 20 მლ
მომზადების წესი:
ყინულით სავსე ჭიქაში ჩაასხით ჯერ ბროწეულის სიროფი, შემდეგ ტეკილა და ბოლოს ფორთოხლის წვენი. სწორედ ამის შემდეგ დგება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან ინგრედიენტები ერთმანეთს იმდენად ფრთხილად უნდა შეურიოთ, რომ ლამაზად გადავიდეს ერთი ფერიდან მეორეში. სწორედ ამიტომ, გირჩევთ ჭიქა ძალიან ფრთხილად შეანჯღრიოთ.

უგემრიელესი ტეკილა “sunrise” მზად რის. გემრიელად მიირთვით.
ტეკილა sunrise

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL