სად გავატაროთ დასვენების დღეები 9-10 ნოემბერს

მოახლოვდა ვიქენდი და infos.ge კვლავ განაგრძობს, თქვენთვის კვირის საუკეთესო ივენთების გაცნობას.
 
ელექტორნული მუსიკა – 9 ნოემბერს KHIDI წარმოგიდგენთ მისტიკური ვიზუალური კონცეფციითა და ცოცხალი შესრულებით გამორჩეულ, ინდუსტრიულ ტექნო/ემბიენტ ჟღერადობის ანონიმურ პროექტს - SNTS. მასთან ერთად დაუკრავენ KHIDI-ს რეზიდენტები, ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი STEPHANIE SYKES და ROMAN. G2-ში დაუკრავენ სანქტ-პეტერბურგელი არტისტი და პრომოუტერი KIRILL SHAPOVALOV და მოსკოვური ტექნო/ჰაუს/ეისიდ ჟღერადობის პროექტ POIMA-ს 1/2 Alexander Lestyukhin. TICKETS: khidi.ge/product/friday-9-november. I Pre-sale: 20 GEL [SOLD OUT]; II Pre-sale: 30 GEL; III Pre-sale: 40 GEL; Door: 40 GEL.
ხიდიცოცხალი მუსიკა -  10 ნოემბერს დიდი მხიარულება გელით ლაუნჯში „ჯინსების თაობა“, სადაც ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ იზრუნებს თქვენს განწყობაზე. საღამოს DJ  დაასრულებს. დეპოზიტი ერთ პერსონაზე - 30 ლარიa.  Face & Age Control 15+. დასაჯავშნად დარეკეთ ნომრზე 598-15-21-17. მის: მეტეხის 22, sky bar-ის შენობაში. დასაწყისი 22:00 საათზე
ჯინსების თაობა -  რეზო და ბავშვებითეატრი - თეატრის მოყვარულებს, 10 ნოემბერს „სამეფო უბნის თეატრი“ წარმოგიდგენთ დავით გაბუნიას კომედიას „ბეჩავი“.
 
სპექტაკლის შესახებ: 30 წლის სოსო პატიოსანი, მშრომელი კაცია, მაგრამ მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც აღმოაჩენს, რომ ერექციის პრობლემები აქვს. თამამი, ახალგაზრდული კომედია თანამედროვე ქართულ რეალობას გვერდიდან უყურებს - როგორ გვაიძულებს საზოგადოება, შევესაბამებოდეთ მამაკაცურობის შესახებ მიღებულ წარმოდგენას და რა ბრძოლის გადატანა უწევს გმირს ამ იდეალთან მისაახლოვებლად.
 
რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანი; მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე; მუსიკა: ერეკლე დეისაძე; მონაწილეობენ: გაგა შიშნაშვილი, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლენაბიძე, იაკო ჭილაია. სპექტაკლის ხანგრძლივობა: 70 წუთი  შესვენების გარეშე. დასაწყისი: 20:00 საათზე, ბილეთის ფასი: 8 ლარიდან. ბილეთების დასაჯავშნად დარეკეთ სალაროს ნომერზე: 2 99 61 71 ბილეთების შეძენა კი, შეგიძლიათ ონლაინ ვებ-გვერდზე: www.biletebi.ge
თეატრი -  ბეჩავიგამოფენა - 6 ნოემრიდან 30 ნოემბრამდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კატინის მუზეუმთან და პოლონურ ინსტიტუთან თანამშრომლობით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში, წარმოგიდგენთ გამოფენას „კატინი - დღე განსაკუთრებულად დაიწყო“. გამოფენა ეძღვნება საბჭოთა ოკუპაციის დროს კატინში დაღუპულთა ხსოვნას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არტეფაქტებიც, მათ შორის დაღუპულთა პირადი ნივთები. გამოფენის მხარდამჭერია პოლონეთის ეროვნული ფონდი. გამოფენის სანახავად, მუზეუმს შეგიძლიათ 17:00 საათიდან ეწვიოთ.  მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.
გამოფენა - კატინიმარათონი - 10 ნოემბერს, 14:00 საათზე, კუს ტბაზე მარათონი "ფიზიკური აქტივობა ჯანსაღი ცხოვრებისათვის" გაიმართება. გარბენის ძირითადი მიზანია, მოსახლეობის ფართო ფენებში ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაცია.  გარბენი ძირითადად გათვლილია მოყვარულებზე და არ ექნება შეჯიბრის ხასიათი. მონაწილეებისთვის ორგანიზებული იქნება პიკნიკი და გაიცემა სერტიფიკატები. გარბენი ორგანიზებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეგიდით, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. დამატებითი კითხვებისათვის დარეკეთ ნომერზე: 599 24 46 32
მარათონი
 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ