ყვითელი ბარდის კატლეტი

დღეისათვის infos.ge-ს რეცეპტების ბლოგი უმარტივეს და ამავდროულად უგემრიელეს კერძს დაეთმობა. ყვითელი ბარდის კატლეტი თავისი გემოვნური თვისებებით სასიამოვნოდ გაგაოცებთ და აუცილებლად დაიკავებს გამორჩეულ ადგილს თქვენი რეცეპტების სიაში.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ყვითელი ბარდა - 1 ჩაის ჭიქა
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 2 კბილი
  • ძირა - ½ ჩაის კოვზი
  • უცხო სუნელი - 1 ჩაის კოვზი
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
  • დაფქვილი წითელი წიწაკა - 1/3 ჩაის კოვზი
  • ქინძი - 1/3 კონა
  • სვანური მარილი - 1 ჩაის კოვზი
  • ზეთი - შესაწვავად
  • წყალი - 80 მლ
მომზადების წესი:
როცა ბარდის კატლეტების მომზადებას გადაწყვეტთ, წინა ღამეს ბარდა კარგად გარეცხეთ და დატოვეთ წყალში მთელი ღამე. მეორე დღეს კი, შეუდექით უგემრიელესი კატლეტების მომზადებას.  მთელი ღამით წყალში დატოვებული და გაფუებული ბარდა, ჩაყარეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ. მას შემდეგ, რაც სასურველ ჭურჭელში გადაიტანთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და ქინძი. ასევე, მოაყარეთ სუნელები, დაასხით წყალი და ინგრედიენტები კარგად აურიეთ. ერთმანეთში კარგად შერეული ინგრედიენტები, კიდევ 1 საათით დატოვეთ.

დროის გასვლის შემდეგ, მიღებულ მასას მიეცით კატლეტების ფორმა და შეწვით ორივე მხრიდან.

უგემრიელესი ბარდის კატლეტი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ბარდის კატლეტი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL