ახალი წელი „ქართულ სახლში“

რესტორნმა „ქართული სახლი“ საახალწლო ივენთი დააანონსა. თქვენთვის სრული ინფორმაციის მოსაწოდებლად, infos.ge “ქართული სახლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს - ნატა ნიჟარაძეს ესაუბრა. იმის შესახებ, თუ რა გელოდებათ ახალი წლის ღამეს, დეტალურად ნატა მოგიყვებათ.

„ქართული სახლი პირველი მაღალი კლასის კომპლექსური ტიპის რესტორანია, რომელიც სტუმრებს მუდმივად გემრიელ კერძებსა და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს. ქართული სახლის სტუმარს შეუძლია ისარგებლოს ისეთი დარბაზებით, როგორებიცაა: ცენტრალური პრესტიჟ დარბაზი, ვიაიპი აპარტამენტი, ტიფლისის დარბაზი, ინდივიდუალური აპარტამენტები, ვერანდა, ხელოვნური ქუჩა და ეზო.
ქართული სახლირაც შეეხება ახალი წლის ივენთს, ეს დღე „ქართულ სახლში“  მხიარულებასთან ერთად, ქართული ტრადიციების გაცოცხლებასაც უკავშირდება. საახალწლო პროგრამა 23:00 ზე დაიწყება. ქართულ ნაციონალურ ცეკვებთან და სიმღერებთან ერთად, საღამოს წამყვანი, შოუმენი აჩი ფურცელაძე, სტუმრებს ქართული სუფრის ტრადიციებს გააცნობს. საახალწლო გათამაშებები და  ჯგუფი “გობლინების“  მიერ შესრულებული მსოფლიო ჰიტები, ახალი წლის ღამეს დაუვიწყარ მოგონებად აქცევს. ლამაზად გაფორმებული ინტერიერი, გემრიელი კერძები, კარგი სასმელი და მაღალი ხარისხის მომსახურება კი, „ქართულ სახლში“ ყოველთვის დაგხვდებათ. საახალწლო წვეულებაზე დასასწრები ბილეთის ღირებულება, 1 სტუმარზე 350 ლარს შეადგენს. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მაგიდების დასაჯავშნად, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 591930011; 591930013“.

რესტორანი „ქართული სახლი“  მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გ. ცაბაძის 2 ნომერში, მუშტაიდის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და 10:00 -დან 24:00 - მდე საათამდე გმასპინძლობთ.
ქართული სახლი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ