ყაბაყი პომიდვრით

მიუხედავად იმისა, რომ ყაბაყი ქართულ სამზარეულოში პოპულარული ბოსტნეული სულაც არ არის, ბოლო დროს შედარებით ხშირად გამოიყენება ჩვენს კერძებში. ყველაფერს ისევ ჯანსაღ კვებამდე მივყავართ და ჩვენც სასარგებლო თვისებებით სავსე ბოსტნეულისგან მომზადებული კერძის რეცეპტს გაგაცნობთ.
 
საჭირო ინგრედიენტები:

  • ყაბაყი - 4 ცალი
  • პომიდორი - 2 ცალი
  • ნიორი - 2 კბილი
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
  • რეჰანი - გემოვნებით
 
მომზადების წესი:
 
პირველ რიგში დაჭერით ყაბაყი და პომიდორი კუბიკებად, ხოლო ნიორი და რეჰანი წვრილად. ტაფაზე გააცხელეთ ცოტაოდენი ზეთი და დაბრაწეთ ყაბაყი საშუალო ცეცხლზე, 5 წუთის განმავლობაში. 

ტაფაზე მოთავსებულ ყაბაყს, დაამატეთ პომიდორი და ნიორი, კარგად ამოურიეთ და ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთი გააჩერეთ. ბოლოს კი, მოაყარეთ რეჰანი, მარილი და პილპილი.

უგემრიელესი ყაბაყის კერძი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ყაბაყი პომიდვრით

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL