„ჭრელი აბანო“- ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი თბილისში
საქართველოს, კერძოდ თბილისი ბევრი ტუსიტისთვის საინტერესო და საყვარელი ადგილია. ქალაქში ბევრი ტურისტული ზონაა, რომლითაც შეგვიძლია თავი მოვიწონოთ. ერთ-ერთი მსგავსი ადგილი კი, „ჭრელი აბანოა“, რომელიც ყველა ტურისტის გულს იგებს და არც ადგილობრივების სტუმრობის ნაკლებობას განიცდის. დეტალურად რა პროცედურებს გვთავაზობენ „ჭრელ აბანოში“, მენეჯერი - მარი მალაყმაძე მოგიყვებათ.
ჭრელი აბანო„ჭრელ აბანოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. აბანოთუბანში დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი. ამ აბანოებს ძველ თბილისში მხოლოდ სამკურნალო დანიშნულება არ ჰქონია. აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს. დროთა განმავლობაში აბანოების დანიშნულებაც შეიცვალა და თანამედროვე ტექნოლოგიებითაც აღიჭურვა.
ჭრელი აბანოები„ჭრელი აბანო“ დღეისათვის მოიცავს აუზის 12 ოთახს, სპა პროცედურების ოთახს, საუნასა და მასაჟის ოთახს. ყველაზე ხშირად, ტურისტები გვსტუმრობენ და თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ როგორც მათ, ისე ადგილობრივებს, საუკეთესო მომსახურებას ვთავაზობთ. გოგირდის აბანოებით სარგებლობის საფასური 40 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს, სპა პროცედურების ჩატარება კი, 50 ლარიდანაა შესაძლებელი. რაც შეეხება მასაჟს, 1 საათის ფასი 100, ნახევარის საათის 50 ლარია. „ჭრელი აბანო“ არის ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობთ“.
ჭრელი აბანო„ჭრელი აბანო“ აბანოს ქუჩის 2 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე, 08:00 საათიდან, 24:00 საათამდე გმასპინძლობთ.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL