„ხუტაროკ სითი“ - პატარა უკრაინა შუა თბილისში
2010 წელს, თბილისს კიდევ ერთი გამორჩეული და გემრიელი რესტორანი შეემეტა. რესტორანმა „ხუტაროკი“ დიდი ხანია დაიმსახურა მომხმარებლების სიყვარული და ნდობა. რის გამო გახდა ის ყველასთვის საყვარელი ადგილი, ამაზე ფინანსური მენეჯერი - მაკა მახნიშვილი მოგიყვებათ.
ხუტაროკი
„რესტორნის დაარსების დღიდან, გვაქვს მომსახურების ის სტანდარტი, რომელიც უცვლელად მოგვყვება დღემდე. სტანდარტი, რომელიც ყოველთვის კმაყოფილს ტოვებს ჩვენს სტუმრებს. უცლელი და საფირმო რეცეპტით მომზადებული კიევური კოტლეტი, რომლის დაგემოვნებაც 12 ლარადაა შესაძლებელი, უგემრიელესი ბორში და ჩვენი განუმერებელი პილმენი, არავის დატოვებს გულგრილს. რესტორანში წარმოდგენილია ევროპული კერძების მრავალფეროვანი მენიუ.
ხუტაროკიჩვენს ყველა მზარეულს გავლილი აქვს ტრენინგი უკრაინელ მზარეულებთან, რომელთაც ნამდვილი უკრაინული კერძების რეცეპტები გაგვანდეს. სწორედ ეს ხდის „ხუტაროკს“ გამორჩეულს, განსაკუთრებულს და დაუვიწყარს. რაც შეეხება სახელს, ხუტაროკი უკრაინის ერთი პატარა სოფლის სახელია, რომელიც ძალიან მოუხდა ჩვენს რესტორანს“.
ხუტაროკი„ხუტაროკი“ ვაჟა ფშაველას 11 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე, 10:00 საათიდან ბოლო სტუმრამდე  მუშაობს.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL