“ინებე“ - ჯანსაღი კვება მარტივად
ჯანსაღი კვება არის ის, რაც თითოეული ჩვენგანის ორგანიზმს სჭირდება, თუმცა ვერ ვახერხებთ, ზოგი სიზარმაცის, ზოგიც დროის უქონლობისა და სხვადასხვა მიზეზის გამო. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისში უკვე  2 წელია არსებობს ონლაინ პროექტი inebe.ge, რომელიც თქვენს ჯანსაღ კვებასა და დიეტაზე ზრუნავს.
ინებეInebe.ge-ს დამფუძვნებელმა - მარიტა გენებაშვილმა ჩვენთან დეტალებზე ისაუბრა. 

“inebe.ge არის ჯანსაღი კვების ადგილზე მიტანის სერვისი, რომელიც კვების 1, 5 ან 7 დღიან პაკეტებს სთავაზობს მსურველებს. ცხოვრების რეჟიმის გამო, ადამიანებს პრაქტიკულად დრო აღარ რჩებათ, ჯანსაღ კვებაზე საზრუნავად. ჯანსაღად ცხოვრება მართლაც რთულია, აუცილებელია მენიუს წინასწარ შედგენა, რეცეპტების მოძიება, ინგრედიენტების შერჩევა და შეძენა, დღეში მინიმუმ 3 განსხვავებული კერძის მომზადება, სასურველი ულუფების განსაზღვრა, თან წასაღებად გამზადება, შემდგომ კი, სამზარეულოს მოწესრიგება. ჩვენი მისიაა მომხმარებლებს გავუმარტივოთ პროცესი და საშუალება მივცეთ დაზოგილი რესურსი საყვარელ ადამიანებსა და საქმეებს დაუთმონ.
ინებე
მსურველებს შეუძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე www.inebe.ge შემოვიდნენ, აირჩიონ სასურველი კვების პაკეტი და განახორციელონ შეკვეთა. ჩვენი კურიერი ყოველდღე ადგილზე მიუტანს მთელი დღის ოთხჯერად კვებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვირის მანძილზე კერძები არ მეორდება, მაქსიმალურად ვცდილობთ ყოველდღიური კვება მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს, რაც ორგანიზმს აჯანსაღებს და ზედმეტ კილოგრამებსაც აშორებს.  

„ინებეს“ კერძები შეფუთულია სპეციალურ კონტეინერში, რომელიც შეგიძლიათ შეაცხელოთ  მიკროტალღურ ღუმელში. ჭამა, რომ სიამოვნებაა, ჩვენ ამის გვჯერა და სწორედ ამიტომ შევძელით მართლაც გემრიელი, ჯანსაღი საკვები მოგიმზადოთ და მოგართვათ სადაც ინებებთ.
ინებე
გვაქვს რამდენიმე განსხვავებული კვების რეჟიმი: დაბალანსებული კვება (ექსპრეს და ფიტნეს დიეტა) 1200-დან 1800 კალორიამდე დღეში, ცილოვანი ანუ დუკანის დიეტა, ვეგანური ანუ სამარხვო დიეტა,  პალეო (პრემიერ დიეტა), ახლახანს დავამატეთ დედების დიეტა - ჯანსაღი კვება ორსული ქალებისთვის და მეძუძრი დედებისთვის, რომელიც ძალიან ეხმარებათ ამ საუკეთესო პერიოდის უფრო მარტივად და ჯანსაღად გატარებაში".
ინებე
რაც შეეხება ფასებს, ერთ დღიანი პაკეტი 30-37 ლარის ფარგლებშია, ხოლო 1 კვირიანი პაკეტის ფასი 199 ლარიდან 249 ლარამდე მერყეობს".

„ინებეს“ შეთავაზებების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ვებგვერდს  ( https://inebe.ge/ ) და ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, შეუკვეთოთ ჯანსაღი კვების სასურველი პაკეტი.
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL