ვაშლის სიდრი

სიდრი დაბალალკოჰოლური სასმელია, რომელსაც ვაშლის წვენის დადუღებით იღებენ. შესაბამისად, მას ვაშლის საოცარი არომატი და გემო აქვს. ვინ დაამზადა პირველად სიდრი, არავინ იცის, მაგრამ ის Shekar-ის სახელწოდებით, ჯერ კიდევ ძველი ებრაელებისთვის იყო ცნობილი. მას მიირთმევდნენ ძველი ბერძნებიც და რომაელებიც, ასე რომ, არანაკლებ ასაკოვანია, ვიდრე ღვინო ან ლუდი. სწორედ ამიტომ იმსახურებს სასმელის მოყვარულთა ყურადღებასაც.  
 
საჭირო ინგრედიენტები:

  • ვაშლი - 10 კგ
  • შაქარი - 1.5 კგ
 
მომზადების წესი:
 
პირველ რიგში ვაშლი გარეცხეთ და მოაშორეთ თესლი. გასუფთავებული ვაშლი გახეხეთ ან დააბლენდერეთ და მიღებული მასა ოთახის ტემპერატურაზე ორი დღით დატოვეთ. ყოველდღე სამჯერ მოურიეთ, მესამე დღეს კი, ვაშლი წვენის გამოყოფას დაიწყებს. მეოთხე დღეს მიღებული წვენი საცერით გადაწურეთ, დაუმატეთ შაქარი და დაელოდეთ სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. ამის შემდეგ ჩაასხით ქილაში და გაითვალისწინეთ, რომ ქილა 
აუცილებლად უნდა იყოს ჰერმეტულად დახურული. შეგიძლიათ დააფაროთ მარლა და დატოვეთ პატარა ადგილი რეზინის მილისთვის. მილის ბოლო წყალში დაახლოებით 3 სანტიმეტრით უნდა იყოს ჩასული და სწორედ მისი მეშვეობით უნდა ამოვიდეს ჭურჭლიდან ჰაერი. ღვინო 40 დღე გააჩერეთ, დროის გასვლის შემდეგ კი, ჩაასხით ბოთლებში.
 
საბოლოოდ, ის მზად 4 თვის შემდეგ იქნება. გემრიელად მიირთვით.
ვაშლის სიდრი
 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL