Pepela Wooden Bow Ties - ორიგინალური ხის ბაფთების ქართული ბრენდი
ხისგან დამზადებული ნივთების მოყვარულებს, infos.ge გაგაცნობთ ბრენდს Pepela Wooden Bow Ties.ბრენდი 2016 წელს ჩამოყალიბდა და ხელნაკეთ ბაფთებს,  ბროშებს,საყურეებს, ბეჭდებს, ბრელოკებსა და თმისსამაგრებს გთავაზობთ. როგორც ჩვენთან საუბრისას ბრენდის დამფუძვნებელმა - ივარე ხარაშვილმა განმარტა, მასალად საუკეთესო ხარისხის კაკლის ხეს იყენებს.
პეპელა
„მაქსიმალურად დიდ დროს ვუთმობ მასალის არჩევას, რადგან ჩვენს მომხმარებლებს მინდა საუკეთესო ხარისხის პროდუქცია შევთავაზო. გარდა ხისა, მასალად ასევე  აბრეშუმისა და ატლასის ნაჭრებს ვიყენებთ. მსურველებს ხარისხისა და უსაფრთხოების სრულ გარანტიას ვაძლევ, რადან პროდუქცია არ შეიცავს სიცოცხლისთვის საშის ქიმიურ მასალებს. ყველა ნივთს საკუთარი ხელით ვღებავ და ცვილით ვამუშავებ. ხისგან დამზადებული ბაფთები, რომელთა ფასიც 50 ლარიდან იწყება საუკეთესო და ორგინალური საჩუქარია ნებისმიერი მამაკაცისთვის.
პეპელაჩვენი პროდუქცია გატანილია საზღვარგარეთაც, კერძოდ ამერიკაში, პოლონეთსა და თურქეთში. სამივე ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თბილისში, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია სოლოლაკში მაღაზია „მუსა ჰენდმეიდში“ და მაღაზია „ტერმიტში“, ასევე „თბილისი მოლსა“ და სავაჭრო ცენტრში „მერანი“. - აღნიშნა ივანე ხარაშვილმა.
პეპელა
მისივე განცხადებით,  საყურეების ფასი 15 ლარიდან, ბროშებისა და თმისსამაგრების ფასი კი, 20 ლარიდან იწყება. ნივთების შეძენის მსურველებს, ასევე შეგიძლიათ Pepela Wooden Bow Ties ფეისბუქ გვერდსაც ეწვიოთ. (https://www.facebook.com/PepelaWoodenBowTies/)
პეპელა
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL