ესპანური ტორტილა

დღეს გადავწყვიტეთ ესპანური სასმლის შემდეგ, ესპანურ კერძზე გადავიდეთ და უგემრიელესი ტორტილას რეცეპტი გაგაცნოთ. კარტოფილის ერთგვარი ღვეზელი - ტორტილა, მარტივი და გემრიელი კერძია,  რომლის მომზადებასაც ძალიან ცოტა პროდუქტი სჭირდება.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კარტოფილი - 5 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • კვერცხი - 5 ცალი
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
პირველ რიგში დაჭერით კარტოფილი თხელ რგოლებად და ხახვი ალყა-ალყა. ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ ხახვი ოდნავ, რომ ფერი არ შეეცვალოს. ამავე ტაფაზე დაამატეთ კარტოფილიც და შეწვით დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

სანამ კარტოფილი შეიწვება, ათქვიფეთ კვერცხი. კარტოფილს მოაყარეთ მარილი, პილპილი და დაასხით კვერცხი. დატოვეთ ტაფა მაქსიმალურად დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთით და დააფარეთ თავსახური. როცა ნახავთ, რომ ერთი მხარე კარგად შეიბრაწა, გადმოაბრუნეთ და მეორე მხარესაც შებრაწეთ.

უგემრიელესი ესპანური ტორტილა მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ტორტილა
 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL