ადგილი, სადაც ძველ თბილისში დაგაბრუნებენ
რესტორანი „ძველი ქალაქი“ 10 წლის წინ გახდა ბევრისთვის საყვარელი და გემრიელი ადგილი. ქართული კერძებისა და ევროპული სამზარეულოს შერწყმა, რამდენიმე დარბაზი და თქვენ თვალსწინ მოხარშული ლუდი სწორედ ის არასრული მიზეზებია, რის გამოც „ძველ ქალაქს“ უნდა ესტუმროთ. დეტალებზე, რესტორნის დირექტორი და შეფ-მზარეული ალიკა ტერტელაშვილი მოგიყვებათ.
რესტორანი ძველი ქალაქი
„რესტორანი „ძველი ქალაქი“ დაარსების დღიდან გახდა ერთ-ერთი საყვარელი და გამორჩეული ადგილი სტუმრებისთვის. იგი თავის თავში მოიცავს სამ განსხვავებულ დარბაზს: „ქართული დარბაზი“ ჩვენი რესტორნის ძირითად ღერძს წარმოადგენს. ამ დარბაზში შემოსული სტუმარი, თითქოს საუკუნის წინანდელ თბილისში ბრუნდება. შეკიდული აივნები და გარემო ძველ სტილში, გასული საუკუნის თბილისში გამოგზაურებთ. ქართული დარბაზი თავის სტუმრებს ყოველ საღამოს აძლევს საშუალებას უდიდესი სიამოვნება მიიღონ ცეცხლოვანი, ქართული ნაციონალური ცეკვების ყურებითა და საესტრადო სიმღერებით.
რესტორანი ძველი ქალაქი
ქართული დარბაზისგან რადიკალურად განსხვავებულია თეთრი დარბაზი სადაც, თანამედროვე, ევროპულ სტილში გადაწყვეტილ გარემოში აღმოჩნდებით. ბოლოს კი, ლუდის დარბაზი. აქ დამონტაჟებულია გერმანიიდან სპეციალურად თქვენთვის ჩამოტანილი ლუდსახარში აპარატი, სადაც მომხმარებლის თვალწინ იხარშება საუკეთესო ხარისხის ცოცხალი ბავარიული ლუდი „Kaizer Bräu“.
რესტორანი ძველი ქალაქი
როგორც ალიკა ტერტერაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რესტორნის გახნის პირველივე დღიდან, მათ საფირმო კერძს „ჩაყვავილი ყვავილი“ წარმოადგენს, რომლის ფასიც 40 ლარია და 5 კაცზეა გათვლილი. რაც შეეხება ფასებს, „ძველი ქალაქის“ კერძები საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ დააგემოვნოთ.
რესტორანი დიღომში, აკაკი ბაქრაძის 1 ნომერში მდებარეობს და სამზარეულო ყოველდღე, 10:00 საათიდან 00:00 საათამდე გემსახურებათ. 
რესტორანი ძველი ქალაქი
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL