ესპანური სასმელი - სანგრია

ესპანური ალკოჰოლური სასმელი სანგრია, ძალიან პოპულარულია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. სანგრიას ტრადიციციული რეცეპტი, წითელი ღვინისგან შედგება, თუმცა მისი მომზადება თეთრი ღვინითაც თავისუფლად შეგიძლიათ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • წითელი ღვინო - 1 ლ
  • ფორთოხალი - 1 ცალი
  • ფორთოხლის წვენი - 250 მლ
  • ლიმონი - 1 ცალი
  • კონიაკი - 30 მლ
  • დარიჩინის ჩხირი - 1 ცალი
  • წყალი - 150 მლ
  • შაქარი - გემოვნებით
მომზადების წესი:
დაჭერით რგოლებად ფორთოხალი, ლიმონი და ჩაყარეთ სასურველ ჭურჭელში. ჭურჭელში მოთავსების შემდეგ ოდნავ დასრისეთ და ჩაამატეთ: შაქარი, ფორთოხლის წვენი და დარიჩინის ღერო. შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ხილიც დაამატოთ.

ამ ყველაფერს ერთად, დაასხით ღვინო და კონიაკი, დააფარეთ თავი და შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათი.
2 საათის შემდეგ, ჭურჭლიდან ამოიღეთ დარიჩინის ღერო, დაამატეთ წყალი და კარგად აურიეთ. სუფრასთნ მიტანისას სასურველია ჩაყაროთ ყინული.

უგემრიელესი სანგრია მზად არის. გემრიელად მიირთვით.
სანგრია

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL