გამორჩეული კარაოკე ბარები თბილისში
კარაოკე „პონტი“
თბილისს, ერთი კვირის წინ, ახალი და განსხვავებული კარაოკე ბარი შეემატა.

კარაოკე „პონტი“ - ასე ჰქვია ადგილს, სადაც საუკეთესო გართობას გპირდებიან. როგორც ერთ-ერთმა დამფუძვნებელმა - თამუნა მუსერიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, კარაოკე საღამო დახურულ სივრცეში ყოველდღე, საღამოს 8 საათიდან იწყება, თუმცა პარასკევსა და შაბათს, კარაოკე ოდნავ მოგვინებით, ბენდის გამოსვლის შემდეგ იმართება. ამ ყველაფრის პარალელურად კი, „პონტის“ ღია სივრცეში, თქვენს განწყობაზე DJ ზრუნავს.

„პონტი“ გამორჩეული და საუკეთესოა მისი განსხვავებული კონცეფციის გამო. ყველაფერი ერთ სივრცეში - სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ნებისმიერი გემოვნების ადამიანი გახდება „პონტის“ ხშირი სტუმარი. გარდა ამისა, სტუმრებს თემატური საღამოებიც გელოდებათ. რაც შეეხება სამზარეულოს, ევროპული კერძების ფართო არჩევანსა და საკმაოდ ხელმისავდომ ფასებს გთავაზობენ. კარაოკე „პონტი“ შარდენზე, ღვინის რიგის 6 ნომერში მდებარეობს.
https://infos.ge/978/geo/company
კარაოკე პონტი
კარაოკე და ვერანდა „მუშთაიდი“
მაიაკოვსკის ქუჩის 2/4 ნომერში, რესტორან თავადურის ვერანდაზე, სიმღერის მოყვარულებს "კარაოკე და ვერანდა მუშთაიდი" გელოდებათ. როგორც ჩვენთან საუბრისას, მენეჯერმა ანჟელა წოწორიამ აღნიშნა, სტუმრებს ყოველდღე საღამოს 8 საათიდან მასპინძლობენ, კარაოკე კი 10 საათიდან იწყება.

"კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით არის ჩვეულებრივი კარაოკე პროგრამა, პარასკევსა და შაბათს კი, თემატური საღამოები იმართება. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ ჩვენს სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა, ივენთის „იმღერე ქართულ ბენდთან ერთად“ ფარგლებში, ცოცხლად შეასრულონ სიღერები. ამავე დღეს იმართება გათამაშება, სადაც ჟიური ირცევს საუკეთესოდ შესრულებულ სიმრერას და თამაშდება ჩვენი ვაუჩერები. ღამის 4 საათამდე ვცდილობთ ჩვენს სტუმრებს საუკეთესო განწყობა შევუქმნათ და ჩვენი გარემო ყოველთვის სასურველი იყოს".

"კარაოკე და ვერანდა მუშთაიდი"-ში მისულ სტუმრებს გარდა სიმღერების დიდი არჩევანისა, ასევე გემრიელი ევროპული სამზარეულოც  დაგხვდებათ.
https://infos.ge/521/geo/company
კარაოკე და ვერანდა მუშთაიდი
კარაოკე voice
კარაოკე-ბარი voice შარდენზე, ბამბის რიგის 8 ნომერში მდებარეობს და სტუმრებს კარაოკე ჰიტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ბარის საზოგადოებასთან ურთერთობის მენეჯერის, სოსო კუმარიტოვის განმარტებით, კარაოკე ყოველდღე საღმოს 8 საათიდან იწყება და დილი 6 საათამდე გრძელდება.

„მუსიკალური ბაზის განახლება 3 თვეში ერთხელ ხდება. სიმრერებზე არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა, თუმცა უმეტესად მაინც რუსულენოვან და ინგლისურენოვან სიმღერებს ირჩევენ. ჩვენს სტუმრებს საუკეთესო ხარისხის მომსახურებას და უგემრიელეს ევროპულ კერძებს ვთავაზობთ“.
https://infos.ge/979/geo/company
კარაოკე ვოისი
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL