ქათმისა და ყურძნის სალათი

დღევანდელი რეცეპტების ბლოგი, ტრადიციულად მარტივ და გემრიელ კერძს დაეთმობა.  როგორც აღმოჩნდა, ქათამს ძალიან უხდება ყურძენი და ყველა ის ინგრედიენტი, რომელსაც ქვემოთ ჩამოვთლით. რაც ყველაზე მთავარია, ამ კერძის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე - 15 გრამი
  • კვერცხი - 3 ცალი
  • ყველი - 100 გრამი
  • ნიგოზი - 50 გრამი
  • მაიონეზი - გემოვნებით
  • ყურძენი - 100 გრამი
  • მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
პირველ რიგში მოხარშეთ ქათმის ფილე მარილიან წყალში, მოხარშვის შემდეგ კი, დაჭერით წვრილად. ნიგოზი დააბლენდერეთ და მოხალეთ ტაფაზე. გახეხეთ ყველი და მოხარშეთ კვერცხი.  კვერცხის მოხარშვის შემდეგ, ისიც დაჭერით წვრილად.

მას შემდეგ, რაც ინგრედიენტებს გაამზადებთ, აიღეთ სასურველი ჭურჭელი და ფენებად დააწყვეთ: ქათამი, მაიონეზი, კვერცხი, მაიონეზი, ნიგოზი, მაიონეზი და ყველი. შედგით მაცივარში 1 საათით, მაცივრიდან გამოღების შემდეგ კი, მორთეთ სალათი შუაზე გაჭრილი ყურძნით.

უგემიელესი ქათმისა და ყურძნის სალათი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ქათმის სალათი ყურძნით

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ