ჟოლოს ტარტი

დღეს უგემრიელესი დესერტის რეცეპტს გაგაცნობთ. ჟოლოს ტარტის მომზადება ძალიან მარტივია და სულ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ. საბოლოოდ კი, უგემრიელს დესერტს მიიღებთ.
 
საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • შაქრის ფხვნილი - 2 სუფრის კოვზი
  • კარაქი - 115 გრამი
  • ჟოლოს ჯემი - 225 გრამი
  • ჟოლო - 4 ჭიქა
 
მომზადების წესი:
 
აიღეთ საშუალო ზომის თასი და ჩაყარეთ ფქვილი, კარაქი, შაქრის ფხვნილი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ და გააცივეთ მაცივარში 1 საათით.

1 საათის შემდეგ, გააცხელეთ ღუმელი 190 C გრადუსზე, გაციებული ცომი კი, გააბრტყელეთ ტარტის ფორმაზე და შედგით გახურებულ ღუმელში. ტარტის ცომი აცხვეთ 10 წუთის განმავლობაში და გამოცხობის შემდეგ აცადეთ გაცივება.

გაცივების შემდეგ, დააწყვეთ გამომხვარ ცომზე ჟოლო. პარალელურად აადუღეთ ჟოლოს ჯემი და მოასხით გამომხვარ ცომზე დალაგებულ ხილს.

შედგით ტარტი მაცივარში კვლავ ერთი საათით და გააციეთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შაქრის ფხვნილი ზემოდანაც მოაყაროთ.

უგემრიელესი ჟოლოს ტარტი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ჟოლოს ტარტი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ