კალმახი გასპაჩოს სოუსში

დღეს infos.ge საოცარი კერძის რეცეპტს გაგაცნობთ. კალმახი გასპაჩოს სოუსში საოცრად არომატული, გემრიელი და სასარგებლოა. მუხედავად იმისა, რომ გასპაჩო საზაფხულო სასმელია, ამ კერძის დაგემოვნება წლის ნებისმიერ სეზონზე გაგაბედნიერებთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კალმახი - 2 ცალი
  • ქინძი - 1 კონა
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • კიტრი - 1 ცალი
  • ზეითუნის ზეთი - 6 სუფრის კოვზი
  • მწვანე წიწაკა - 1 ცალი
  • ნიორი - 1 კბილი
  • მზესუმზირის ზეთი - 3 სუფრის კოვზი
  • ლიმონის წვენი - 2 სუფრის კოვზი
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
კალმახისგან გააკეთეთ ფილე, უკეთესია თუკი პირდაპირ კალმახის ფილეს შეიძენთ. დაჭერით ფილე სასურველ ზომებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ტაფაზე გააცხელეთ მზესუმზირის ზეთი და შეწვით დაჭრილი ფილე ორივე მხრიდან.

გადავიდეთ სოუსის მომზადებაზე. პირველ რიგში, კიტრი მსხვილად, მწვანე ხახვი და ქინძი კი, წვრილად დაჭერით. დაჭრილი ქინძი, მწვანე ხახვი, კიტრი, ნიორი, ლიმონის წვენი, მწვანე წიწაკა და ზეითუნის ზეთი მოთავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ, სანამ არ გახდება ბლანტი მასა. მიღებულ მასას დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
სოუსის მომზადების შემდეგ, დაასხით სასურველ ჭურჭელზე და ზემოდან დააწყვეთ თევზის შემწვარი ფილე.

უგემრიელესი კალმახი გასპაჩოს სოუსში მზად არის. გემრიელად მიირთვით.

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ