ერთი კომპანია და ნებისმიერ გემოვნებაზე მორგებული რესტორნების ქსელი
2012 წელს ქართულ ბაზარზე “ჭაშნაგირი ჯგუფი“ ჩამოყალიბდა, რომელიც  დაარსების დღიდან  ინარჩუნებს ლიდერი კომპანიის სტატუსს. ამ ეტაპზე, კომპანია წარმოდგენილია 5 ობიექტით: სანაპირო, ბელიაშვილი, საბურთალო, ლესელიძე და ნატახტარი.
რესტორანი ჭაშნაგირი
როგორც ჩვენთან საუბრისას საზოგადოებასთან უერთიერთობის მენეჯერმა, სესილი ფალავანდიშვილმა აღნიშნა, „ჭაშნაგირის“ ყველა ფილიალი განსხვავებული კონცეფციისაა.

„ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ ქართულ-ევროპული სამზარეულოს მრავალფეროვან მენიუს. უგემრიელესი კერძები და საოცრად კარგი გარემო, აუცილებლად გაქცევთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლად. ჩვენი კერძების აბსოლიტური უმრავლესობა ადგილობრივ ბაზარზე ყოველდღიურად შეძენილი ინგრედიენტებისაგან შედგება. ხუთივე ფილიალი განსხვავებულია და ყველა გემოვნების სტუმარს ერგება.
რესტორანი ჭაშნაგირი
სანაპიროს ფილიალი იდეალური ადგილია განსაკუთრებული დღეებისათვის, დაბადების დღე, ქორწილი, კორპორატიული საღამო და ა.შ.  ბელიაშვილის ფილიალი, რომელიც ცნობილია საუკეთესო მწვადითა და ხელმისაწვდომი ფასებით, იდეალური ადგილია  ნამდვილი ქართული კერძების მოყვარულთათვის. რაც შეეხება ლესელიძეს, აქ უმეტესად ტუსირტები გვსტუმრობენ და ეცნობიან საუკეთესო ქართული კერძების გემოს. ვაჟა ფშაველას გამზირზე „ჭაშნაგირის“ ფილიალი წარმოდგენილია პაბ-რესტორნის სახით, სადაც უგემრიელესი კანჭის მენიუ და ლუდი გელოდებათ. ჩვენს მეხუთე ფილიალს კი,  ნატახატარში მდებარე რესტორანი წარმოადგენს. ის საუკეთესო ადგილია ქალაქგარეთ გასვლის მსურველთათვის და ბუნებაში გატარებული საუკეთესო დღისათვის.
რესტორანი ჭაშნაგირი

რესტორნების ქსელის ლოიალურ მომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ლიდერი კომპანიის სტატუსი ბაზარზე“.

სანაპიროზე, ბელიაშვილზე და ნატახტარში, ასევე გთავაზობენ ცოცხალ მუსიკას საღამოს 8 საათიდან. ფილიალები კი, 10:00 საათიდან, ბოლო სტუმრამდე გიმასპინძლებენ.
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL