ინდური საწებელი ქოქოსითა და იოგურტით

ინდური სამზარეულო ქვეყნის მრავალფეროვანი კულუტრის გამოხატულებას წარმოადგენს, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი რელიგიურ წეს-ჩვეულებებს უჭირავს. ინდური სამზარეულო განსაკუთრებით მდიდარია სანელებლებით და ძალიან პოპულალურია ცხარე კერძები. დღეს infos.ge ინდური სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული საწებელის რეცეპტს გაგაცნობთ, რომელიც ნამდვილი ინდური გემოვნური მახასიათებლებით გამოირჩევა.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ნაღების იოგურტი - 1 ჭიქა
  • ქინძი - 1 ჩაის კოვზი
  • ქოქოსის ფხვნილი - ნახევარი ჭიქა
  • კიტრი (წვრილად დაჭრილი) - ნახევარი ჭიქა
  • მდოგვის თესლი - 1 ჩაის კოვზი
  • წითელი წიწაკა - 1 ცალი
  • დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
  • მწვანე წიწაკა - გემოვნებით
  • მარილი - გემოვნებით
  • ზეთი
მომზადების წესი:
პირველ რიგში, გაატარეთ ბლენდერში ქინძი, მწვანე წიწაკა, ქოქოსის ფხვნილი და 3 კოვზი იოგურტი. მას შემდეგ, რაც კარგად გაითქვიფება, მასას შეურიეთ დარჩენილი იოგურტი და მოურიეთ. ინგრედიენტებს დაამატეთ წვრილად დაჭრილი კიტრი და მარილი.

ტაფაზე დაასხით 1 სუფრის კოვზი ზეთი, ჩაყარეთ მდოგვის თესლი, წითელი წიწაკა, დაფნა და მოშუშეთ 5 წუთის განმავლობაში. ბოლოს კი, ტაფაზე მოთავსებულ ინგრედიენტებს დაუმატეთ იოგურტის მასა.

უგემრიელესი ინდური ცხარე საწებელი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ინდური საწებელი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL