ყველისა და ლორის ღვეზელი

მარტივი და გემრიელი კერძების რეცეპტს infos.ge თქვენთვის არ იშურებს. დღეს უგემრიელესი ყველისა და ლორის ღვეზელის რეცეპტს გაგაცნობთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 2 ცალი
  • მაწონი - 1 ჭიქა
  • გახეხილი ყველი - 250 გრ
  • ლორი - 200 გრ
  • სოდა - 0.5 ჩაის კოვზი
  • მარილი - 0.5 ჩაის კოვზი
  • საფანელი
  • კარაქი
მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხი და მარილი ერთად. მაწონში გახსენით სოდა, ააფუეთ და დაუმატეთ ათქვეფილ კვერცხს. მიღებულ მასას დაუმატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ. ამის შემდეგ, გახეხეთ ყველი და დაჭერით ლორი პატარა კუბებად. დაწრილი ლორი და გახეხილი ყველი ჩაუმატეთ  ცომში და აურიეთ.
წაუსვით ღუმელის ტაფას კარაქი, მოაყარეთ დაფქვილი საფანელი და ზემოდან დაასხით ღვეზელის ცომი. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და შედგით ღვეზელი 25-30 წუთით,

უგემრიელესი ღვეზელი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ყველის და ლორის ღვეზელი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL