სპორტული აქტივობების უსასრულო ჩამონათვალი
ჯანსაღი ცხოვრება და ვარჯიში 21-ე საუკუნის ნამდვილი ტენდენცია გახდა. სწორედ ამ მიზეზით, საქართველოში და კერძოდ თბილისში, იმატა ფიტნეს  დარბაზების რიცხვმა. დღეს Infos.ge  ერთ-ერთ გამორჩეულ, კომფორტულ და მრავალფუნქციურ დარბაზს გაგაცნობთ.
პროლაიფი
NEW YORK PROLIFE FITNESS & SPA თბილისში 2015 წელს გაიხსნა და მას შემდეგ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამის მიზეზი, პროფესიონალი ტრენერები, საუკეთესო ტრენაჟორები და სარელაქსაციო სივრცეა. ამ ყველაფრის შესახებ დეტალურად, მენეჯერი მონიკა სიგუა მოგიყვებათ.

„NEW YORK PROLIFE FITNESS & SPA მომხმარებლებს მომსახურების მრავალფეროვნებას, უახლესი კარდიო ტრენაჟორებით აღჭურვილ დარბაზს, სხვადასხვა სახის ჯგუფურ და ინდივიდუალურ ვარჯიშებს სთავაზობს. ჩვენთან წარმოდგენილია სავარჯიშო დარბაზი, კრივის ზონა, ჯგუფური ვარჯიშების ზონა, საუნა და მასაჟის ოთახი. გარდა ტრენაჟორებისა, აქ შეგიძლიათ დაკავდეთ ისეთი ჯგუფური ვარჯიშით, როგორიცაა იოგა, პილატესი, ტაიჩი, ტაიბო, ზუმბა, ლატინო, სტეპი, სპინინგი და  კრივი. ამ ეტაპზე, დარბაზში 8 პროფესიონალი ტრენერი მოგემსახურებათ.  ახლახანს კი, განვაახლეთ მასაჟის ოთახი და ჩვენი კლუბის წევრებს, საუკეთესო სარელაქსაციო მასაჟის პროცედურებს ვთავაზობთ“.
პროლაიფი
როგორც მონიკამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი პირობაა. დამწყებთათვის კვირაში მინიმუმ 4 დღე და დღეში 1 საათი ვარჯიშია რეკომედებული. სისტემატიური ვარჯიშის დროს კი, დრო 2 საათამდე შეგიძლიათ გაზარდოთ. რაც შეეხება ფასებს, 1 თვიანი ობონიმენტის ფასი 75 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს. კლუბში, ასევე განთავსებულია საბავშვო სივრცე, სადაც ვარჯიშის დროს თქვენი შვილების გართობაზე იზრუნებენ.
ფიტნესი
NEW YORK PROLIFE FITNESS & SPA პეკინის 41 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე, 07:00 საათიდან 00:00 საათამდე ზრუნავს თქვენს ჯანსაღ და ლამაზ სხეულზე.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL