ლიმონჩელო

იტალიური კერძების მსგავსად, საოცარად გემრიელია იტალიური სასმელებიც. თუკი აქამდე არ გაგისინჯავთ „ლიმონჩელო“, გირჩევთ ამ რეცეპტის შემდეგ აუცილებლად მოამზადოთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ლიმონი - 8 ცალი
  • არაყი - 80 მლ
  • წყალი - 4 ჭიქა
  • შაქარი - 2 ჭიქა
მომზადების წესი:
პირველ რიგში კარგად გარეცხეთ ლიმონი, გათალეთ და კანი მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში. კანს დაასხით არაყი და დააფარეთ თავი მჭიდროდ. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას 10 დღე. 10 დღის გასვლის შემდეგ, აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ შაქარი და მოურიეთ სანამ კარგად არ გადნება. გამდნარი გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. არაყს და ლიმონის კანის ნაყენს, შეურიეთ გაგრილებული სიროფი და შერეული ინგრედიენტები კვლავ დააბრუნეთ თავდაპირველ ჭურჭელში. ისევ მჭიდროთ დააფარეთ თავი და გააჩერეთ 2-3 კვირა.

უგემრიელსი იტალიური სასმელი - „ლომონჩელო“ მზად არის. გემრიელად მიირთვით. 
ლიმონჩელო

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL