ხელოვნებით აღწერილი საქართველოს ფაუნა
ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების მოყვარულთათვის Infos.ge-მ ორიგინალური ქართული ბრენდი აღმოაჩინა. „ქათამურა“ ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების ბრენდია, რომლის მთავარი თემაც საქართველოს ველური ბუნებაა. ჩვენს ქვეყანაში არსებული ძუძუმწოვრების, ფრინველების, ამფიბიების, ქვეწარმავლებისა და მწერების სახეობები, ხის ნაკეთობების სახით შეგიძლიათ შეიძინოთ. დეტალურად ბრენდის შესახებ, მისი ერთ-ერთი დამფუძვნებელი, თათია თვალაძე გვესაუბრა.
ქათამურა
„იდეა მე და თომა გლურჯიძეს გვეკუთვნის. მისი განხორციელება კი, 11 თვის წინ დავიწყეთ. საინტერესოა მუშაობის მთლიანი პროცესი, რადგან სანამ თქვენამდე მოვიტანთ ნამუშევარს, თავადვე ვეცნობით საქართელოში არსებულ იმ სახეობებს, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი გვსმენია. ჩვენ ვეძებთ, ვიკვლევთ, აღმოვაჩენთ და შემდეგ ვქმნით მის ვიზუალურ მხარეს. ამ ხნის მანძილზე კი, უამრავ საოცარ ცხოველსა თუ ფრინველს გადავაწყდით. მაგალითად: უნიკალური ჯიშის კავკასიურ სალამდრას, ყარყატს, რომელიც საქართველოში ძალიან მცირე ხნით ბუდობს. გაურკვეველია ამჟამად ბინადრობს თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ჯიქი, თუმცა წლების წინ, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში დააფიქსირეს და კიდევ უამრავ, ჩვენთვის უცნობ და გასაოცარ ფაქტებს ვაწყდებით. ნამუშევრები ხელნაკეთია და ხისგან მზადდება. ძირითად მასალად ცაცხვსა და ბზას ვიყენებთ, შემდეგ კი წყლის საღებავებით ვღებავთ, რაც საოცრად ბუნებრივ იერს სძენს ქანდაკებებსა თუ საკმაულს. გარდა ვიზუალისა, ყველა ნივთს მოჰყვება ბუკლეტი, სადაც სრულად არის აღწერილი ინფორმაცია იმ კონკრეტულ სახეობაზე. სულ ახლახანს, დავამატეთ ბლოკნოტების ხაზი, რომლის ილურსტრირებაც ხდება, უიშვიათესი და ბევრისთვის უცნობი ქართული ფაუნის წარმომადგენლებით. ჩვენი მიზანია, საქართველოს ფაუნის პოპულარიზაცია, კვლევა და მხატვრული ინტერპრეტაცია“.
ქათამურა
ბრენდ „ქათამურას“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მუზეუმის „ქარვასლაში“, მაღაზია „17 კვადრატში“ და შარდენის ქუჩის 3/5 ნომერში. როგორც თათიამ განგვიმარტა, ამ ეტაპზე შეკვეთებს ფეისბუქ გვერდის საშუალებით იღებენ. პროდუქციის ფასი კი 25 ლარიდან 70 ლარამდე მერყეობს. ( https://www.facebook.com/katamurafauna/ )
ქათამურა
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL