ჟელეს ტორტი ღვინითა და ბანანით

დღევანდელი რეცეპტი ნებისმიერ ალკოჰოლურ სასმელს ჩაანაცვლებს. დესერტი, რომლის მომზადებასაც დღეს infos.ge გასწავლით, საოცარი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თეთრი ღვინო - 2 ჭიქა
  • ბანანი - 2 ცალი
  • ჟელატინი - 1 სუფრის კოვზი
  • შაქარი - ½ ჭიქა
  • ლიმონის წვენი - 1 ან 2 სუფრის კოვზი
მომზადების წესი:
უპირველეს ყოვლისა, ქვაბში ჩაასხით ნახევარი ჭიქა ღვინო, დაუმატეთ შაქარი, ჟელატინი და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ღვინო, აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და პარალელურად ურიეთ, სანამ ჟელატინი და შაქარი მთლიანად არ გადნება, გადნობის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. დაჭერით ბანანი რგოლებად და მოათავსეთ კექსის ფორმაში. ღვინიან ქვაბში დაუმატეთ ლიმონის წვენი, აურიეთ და დაასხით ფორმაში მოთავსებულ ბანანს.

ფორმა მოათავსეთ მაცივარში 2 საათით. სუფრასთან მიტანამდე ჩადეთ ძირით ცხელ წყალში რამდენიმე წუთით და გადმოაბრუნეთ თეფშზე,

უგემრიელესი ჟელეს ტორტი ღვინითა და ბანანით მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ჟელეს ტორტი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ