კალმახი ნივრისა და ლიმონის სოუსში

ზოგადად თევზის დადებით თვისებებზე ბევრი გვსმენია, თუმცა მისი მომზადების ყველა წესი, განსხვავებულია. დღეს infos.ge კალმახის უგემრიელეს რეცეპტს გაგაცნობთ, რომელიც ნივრისა და ლიმონის სოუსით მზადდება.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კალმახი - 3 ცალი, საშუალო ზომის
  • ლიმონის წვენი - 2 სუფრის კოვზი
  • ნიორი - 3 კბილი, წვრილად დაჭრილი
  • ოხრახუში - 1 სუფრის კოვზი, წვრილად დაჭრილი
  • კარაქი - 1 სუფრის კოვზი
  • მარილი - გემოვნებით
  • შავი პილპილი - გემოვნებით
  • ქონდარი - მცირე რაოდენობით
  • ორეგანო - მცირე რაოდენობით
  • ზეთი - 3 სუფრის კოვზი
მომზადების წესი:
პირველ რიგში მოაჭერით თევზს კუდი და დარჩენილი ფილე გაჭერით შუაზე. ხორცის მხარეს მოაყარეთ პილპილი, ორეგანო, ქონდარი და მარილი. გააცხელეთ ზეთიანი ტაფა და შეწვით თევზი ჯერ კანიანი მხრიდან 3-4 წუთით, შემდეგ კი ამოატრიალეთ და შეწვით 2-3 წუთით. ამის შემდეგ გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან და გააჩერეთ სანამ არ გაგრილდება. გაგრილების შემდეგ კი, გადმოიტანეთ ჭურჭელზე და მოაცალეთ კანი. ტაფაზე დარჩენილ ცხიმს, დაამატეთ კარაქი, ოხრახუში, ნიორი და ლიმონის წვენი.  მიღებული მასა წამოადუღეთ და ადუღების შემდეგ ჩააწყვეთ შემწვარი თევზი.

თევზის უგემრიელესი კერძი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
თევზი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ