სად გავატაროთ დასვენების დღეები 26-27 ოქტომბერს
ვიქენდის მოახლოებასთან ერთად, ვიწყებთ ფიქრს, სად გავატაროთ ნანატრი დასვენების დღეები. გადაწყვეტილების მიღებაში infos.ge აუცილებლად დაგეხმარებათ და თბილისში 26-27 ოქტომბერს დაგეგმილი ივენთების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.

ცოცხალი მუსიკა –  პარასკევს, 26 ოქტომბერს კლუბი „ნაინი“ ლელა წურწუმიას საღამოზე გეპატიჟებათ. თქვენს განწყობაზე ასევე იზრუნებს: ბენდი NON STOP და Dj Gigi Chichua. რეზერვაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 557709090
ლელა წურწუმია
ელექტორნული მუსიკა – 26 ოქტომბერს, BASSIANI-ზე Anastasia Kristensen
დაუკრავს. მისი ნამუშევრები და დიჯეი სეტები უკმოპრომისო ბუნებასა და გამბედაობას ასახავს. მისი რელიზი “Spring Ballade" გამოკვეთს არტისტის საშემსრულებლო მანერის დახვეწილობას. მასთან ერთად NDRX წარდგება მსმენელის წინაშე. კლუბში არ დაიშვებიან 18 წლამდე პირები, ონლაინ ბილეთთან ერთად კი, უნდა წარადგინოთ ID ბარათი.
Online Tickets: www.bassiani.com I Basket: 20GEL; II Basket: 30GEL; Door: 30GEL.
ბასიანი
საქველმოქმედო საღამო - 27 ოქტომბერს, „პუბლიკა“-ში მეგობრები ბაბისთვის იკრიბებიან. ყველასთვის საყვარელ, თამარ ბაბილუას მდგომარეობა არის მძიმე, ხოლო ქიმიოთერაპია და წამლები, რომელიც მას სჭირდება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ მეგობრები და მუსიკოსები ერთიანდებიან მის დასახმარებლად. „პუბლიკაში“ დაგხვდებათ: ელენე კალანდაძე; სოფიო ტოროშელიძე; მარიკო ლეჟავა; ნინა ყიფშიძე; გიგი ადამაშვილი; Sophie Villy; SvanSikh; Rezo & Bavshvebi; Niutone. ბილეთის ფასი - 20
ლარი, რომელიც სრულიად გადაეცემა თამარ ბაბილუას.
მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 544 444 002; აქვე ვუთითებთ რეკვიზიტებს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება, თუნდაც მცირედით დაეხმაროს ბაბის.
GE43TB7218145061600006 თიბისი ბანკი მიმღები:თამარ ბაბილუა.
GE63BG0000000686758900 საქართველოს ბანკი მიმღები:თამარ ბაბილუა.
ბუპლიკა
თეატრი - ილიაუნის თეატრის სცენაზე კიდევ ერთი, სადიპლომო სპექტაკლის „თარგმანების“ პრემიერაა. რეჟისორი - ლუკა ინწკირველი, დადგმის ხელმძღვანელი - ვანო ხუციშვილი, მხატვარი - თეო კუხიანიძე, ტექნიკური რეჟისორი - ელენე გაბისონია, მონაწილეობენ: ლუკა ახალაძე; მარიამ ბალახაძე; გივიკო ბარათაშვილი; ლიკა ბარბაქაძე; ირაკლი კერესელიძე; გიორგი მაქაძე; თინათინ ნიკოლაშვილი; გიორგი ქორიძე; ანი შურღარია; გიორგი ცერცვაძე. სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 45 წუთი, ანტრაქტის ჩათვლით.
დასაწყისი: 20:00 საათაზე, ბილეთის ფასი 10 ლარი. ბილეთები შეძენა შეგიძლიათ თეატრის სალაროში და შემდეგ მისამართებზე: თბილისი ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი); კანდელაკის #3 UniPAY; ხიზანიშვილის #3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY; წერეთლის #77ა UniPAY; მეტრო
ნაძალადევთან UniPAY.
თარგმანები - ილიაუნი
გამოფენა - აბრეშუმის გალერეა ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენაზე გეპატიჟებათ. გალერეა მუშაობს ყოველდღე, 12-დან საღამოს 7 საათამდე. გამოფენა გრძელდება 15 ნოემბრის ჩათვლით. მისამართი: მ.კოსტავას ქ.59 (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობა). დასწრება თავისუფალია
ჟანრი ლოლაშვილი
საბავშვო ღონისძიება - “Culinarium”-ი გეპატიჟებათ „ჰელოუინის“ ჯადოსნურ დღესასწაულზე თქვენი ბავშვებისთვის. კულინარიით დაინტერესებული პატარები გამოაცხობენ ფხვიერ პეჩენიებს, მოხატავენ ე.წ. „აისინგით“ და მოამზადებენ ამ დღისთვის აუცილებელი პროდუქტის - გოგრის მაფინებს. ყველა ბავშვი უნდა იყოს გამოწყობილი „ჰელოუინისთვის“ შესაბამის ფორმაში.
ფასი: 70 ლარი. ჯავშნებისთვის დარეკეთ ნომერზე - 595 956 659
ჰელოუინი
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL