რჩევები რესტორან „ქალაქის“ სომელიესგან


როცა რესტორან „ქალაქს“ ეწვევით, აუცილებლად გამოგადგებათ სომელიეს რჩევები, რომელიც ზუსტად გეტყვით, „ქალაქის“ რომელ კერძს, რომელი ღვინო უხდება.

  • სოკოს რიზოტო სულგუნის ხრაშუნა „ბომბონერებით - ამ კერძთან შეგიძლიათ მუხის კასრში დადუღებული გორული მწვანე მიირთვათ, რომლის კრემისებური არომატი და კომპლექსურობა, იდეალურ ბალანსს მოგცემთ რიზოტოსთან შეხამებისას.

სოკოს რიზოტო სულგუნის ხრაშუნა „ბომბონერებით

  • ორაგულის სტეიკი ყაბაყთან, სტაფილოს პიურესა და ლიმონის გელთან ერთად -ამ კერძს საოცრად უხდება დასავლეთის აბორიგენული ჯიშის, კახურასგან მიღებული თეთრი, მშრალი კლასიკური ღვინო. თავისი სასიამოვნო მჟავიანობისა და დახვეწილი მცენარეული არომატიდან გამომდინარე, იდეალურად შეხამებადია ორაგულის სტეიკთან, ყაბაყთან და სტაფილოს პიურესთან.

ორაგულის სტეიკი ყაბაყთან, სტაფილოს პიურესა და ლიმონის გელთან ერთად
  • ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულის „ვოკი“ - ამ შემთხვევაში შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ წინანდლის მიკროზონაში მოყვანილ რქაწითელსა და შარდონეზე. ასევე, სოვინიონ ბლანის ასამბლაჟზე, თეთრ მშრალ კომპლექსურ ღვინოზე, რომელიც იდეალურად ეხამება იმ მრავალფეროვან გემოებთან, რაც „ვოკში“ გვხვდება.

ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულის „ვოკი“

  • ქათმის კორდონ ბლუ ისპანახითა და ქინძის ემულსიით- პირველადი რეგლამენტის მიხედვით დაღვინებული წინანდალი, რომელსაც საფუძვლად 1886 წელს ალესანდრე ჭავჭავაძემ დაუდო, ყველაზე სწორი არჩევანი  ქათმის კორდონ ბლუსთან შეხამებისას. გარდა ამისა, ძალიან უხდება რქაწითელისა და კახური მწვანეს ასამბლაჟი, რომელიც 6 თვე მუხის კასრებში ვარგდება, იძენს გახუხულ და ვანილის არომატებს.

ქათმის კორდონ ბლუ ისპანახითა და ქინძის ემულსიით
  • გურულად მომზადებული ქათმის ხორცის ჩახოხბილი თხილით - ქართული ტრადიციული წესით, ქვევრში დაღვინებული კახური მცვივანი, რომელიც სიმსუბუქით და საოცრად მდიდარი მცენარეული არომატით დაბალანსებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, იდეალური შეხამებაა გურულად მომზადებულ ჩახოხბილთან.

გურულად მომზადებული ქათმის ხორცის ჩახოხბილი თხილით

  • ნიგვზიანი ხარჩო საქონლის ხორცით, ნიგვზის სორბეტთან, ღომთან და ლიმონის გელთან ერთად- რქაწითელი, რომელიც ქვევრში ტრადიციული წესით დაღვინების შემდგომ, გამომშრალი ხილისა და სანელებლების არომატით გამოირჩევა, საოცრად ერწყმის ხბოს ხორცისგან მომზადებულ მდიდარ კერძს.

ნიგვზიანი ხარჩო საქონლის ხორცით, ნიგვზის სორბეტთან, ღომთან და ლიმონის გელთან ერთად
  • საფერავში ჩაშუშული ხბოს ხორცი- ადვილად მისახვედრია, რომ ამ კერძს, საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჯიში,  საფერავი უხდება. დაღვინების შემდგომ, მისი მუხის კასრში დავარგება, ღვინოს მეტად ხავერდოვანს და რბილს ხდის.


საფერავში ჩაშუშული ხბოს ხორცი

  • დარბილებული ღორის ხორცის ბარბექიუ ტკბილი კარტოფილის ვარიაციით- კერძში ტკბილმა არომატმა შესაძლოა მდიდარი, მაღალ სხეულიანი ღვინო, შედარებით მწარე მოგაჩვენოთ, ამიტომაც ამ კერძთან იდეალურია შრალი ალესანდროული, რომელიც მდიდარი კენკროვანი არომატით, სხეულის სიმსუბუქითა და გემოს ხავერდოვნებით გამოირჩევა.

დარბილებული ღორის ხორცის ბარბექიუ ტკბილი კარტოფილის ვარიაციით
  • ხბოს რიბაის სტეიკი შავი პილპილის სოუსთან ერთად - წითელი შემწვარი ხორცი და წითელი ღვინო საუკეთესო „წყვილია“. სტეიკთან სწორედ წითელ, სტრუქტურულ, გემოვნურად დაბალანსებულ ღვინოებს გირჩევთ, რომელიც ხორცის სტრუქტურას იდეალურად აბალანსებს.


ხბოს რიბაის სტეიკი შავი პილპილის სოუსთან ერთად

  • ფილეტირებული წიწილა ნივრის სოუსში, შქმერულად - რადგან ნიორი და ღვინო ერთმანეთს ვერ ეწყობა, ამ შემთხვევაში საუკეთესო შემცვლელია ქართული, მაღალალკოჰოლური სასმელი „ჭაჭა“, რომელიც ყურძნის დურდოსგან ან ღვინისაგან მზადდება. „ჭაჭა“ აბალანსებს ნივრის მკვეთრ არომატსა და სიმწარე.

ფილეტირებული წიწილა ნივრის სოუსში, შქმერულად
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL