ოსპის სალათი

ჯანსაღი კვება და ჯანსაღი პროდუქტი, აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. სწორედ ამიტომ, დღეს infos.ge ვიტამინებით სავსე კერძის რეცეპტს გაგაცნობთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • მწვანე ოსპი - 1 ჩაის ჭიქა
  • სტაფილო - 2 ცალი
  • მწვანე ხახვი - ½ კონა
  • ოხრახუში - ½ კონა
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • ზეითუნის ზეთი - 1 სუფრის კოვზი
  • ლიმონის წვენი - 5 სუფრის კოზვი
  • ზღვის მარილი - 1 ჩაის კოვზი
  • ნიორი - 1 კბილი
  • პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ ოსპი და მოხარშეთ. ადუღებიდან 15 წუთში შეამოწმეთ, თუ რბილია, ესეიგი უკვე მზად არის. სანამ ოსპი მოიხარშება, დაჭერით კუბიკებად ბულგარული წიწაკა და სტაფილო, ხოლო ოხრახუში და მწვანე ხახვი, წვრილად. მოხარშვის შემდეგ, ოსპს გადაუწურეთ წყალი და გააგრილეთ. როცა გაგრილდება, ოსპი, ბულგარული, სტაფილო, ოხრახუში და მწვანე ხახვი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში. ცალკე ერთმანეთს შეურიეთ ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, მარილი, წვრილად დაჭრილი ნიორი და პილპილი. შერეული ინგრედიენტები, მოასხით ოსპთან ერთად მოთავსებულ ინგრედიენტებს და კარგად აურიეთ.

ჯანსაღი და გემრიელი სალათი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ოსპის სალათი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL