რესტორანი რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს

2018 წლის 16 მაისს, თბილისში რესტორანი „ქალაქი“ ოფიციალურად გაიხსნა. მე-19 საუკუნის თბილისის არქიტექტურა, მომსახურების სტანდარტები და თანამედროვე ტექნოლოგიები, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც არც ისე დიდიხნის გახსნილი, მაგრამ უკვე საკმაოდ პოპულალური რესტორანი გთავაზობთ.

როგორც infos.ge-სთან საუბრისას „ქალაქის“ საზოგადოებასთან უერთიერთობის მენეჯერმა, ნატალია ნიჟარაძემ აღნიშნა, რესტორანმა გახსნის დღიდან, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. „ეს არ არის ჩვეულებრივი რესტორანი, ეს არის სივრცე, რომელიც საშუალებას გაძლევთ დროსა და სივრცეში იმოგზაუროთ.

„ქალაქი“ თავისი კონცეფციით უნიკალური ობიექტია, მას არ აქვს ანალოგი საქართველოში. რესტორნის ინტერიერი, ძველი, მეცხრამეტე საუკუნის თბილისის შენობების დეტალებს იმეორებს, რომელთა ესკიზებზეც რესტორნის დიზაინერებმა იმუშავეს. ამიტომაც არის „ქალაქი“ ასეთი ნაცნობი ყველა იმ სტუმრისთვის, რომელსაც ერთხელ მაინც დაუთვალიერებია ძველი პლეხანოვი, მთაწმინდა და სოლოლაკი. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ საკუთარ თავზე, რომ მოლოდინები გავამართლოთ და სტუმრებს სათანადო მასპინძლობა გავუწიოთ. ჩვენ  შევქმენით „ქალაქი“ ქალაქში“.


მისივე განმარტებით, „ქალაქი“ არის ნამდვილი აღმოჩენა გურმანებისთვის, რადგან ახალი კერძების შექმენაზე მუშაობა, მუდმივად მიმდინარეობს. ის უნიკალურია თავისი მენიუთი, სადაც ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად, ქართული „ფიუჟენ“კერძები და  მსოფლიო კულინარიის ცნობილი კერძებია შესული. ერთი წლის განმავლობაში, „მიშლენის“ ვარკვლავის მქონე შეფ-მზარეულები მუშაობდნენ ქართული კერძების შემსუბუქებასა და მათთვის ახალი სახის მიცემაზე. სწორედ ამის შედეგად მიიღეს უნიკალური მენიუ, რომლითაც მთელი გუნდი ამაყობს. ფასები კი, საკმაოდ მისაღები და ხელმისაწვდომია. მაგ: საფირმო კერძი, მეგრული ხარჩო ნიგვზის სორბეტითა და დაბრაწული ღომის ფირფიტებით, რომელსაც ლიმნის გელი საოცარ გემოს სძენს, 21 ლარად შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ასევე განსაკუთრებული არომატი და გემო აქვს, დარბილებული ღორის ხორცის ბარბექიუს, თკბილი კარტოფილის ვარიაციით, რომლის ღირებულებაც 27 ლარია. სალათების ფასი 8 ლარიდან, წვნიანების კი, 9 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება მუსიკალურ პროგრამას, ორშაბათის გარდა ყოველდღე, 20:00 საათიდან, 24:00საათამდე შეგიძლიათ დატკბეთ პროფესიონალი ვოკალისტებისა და მუსიკოსების მიერ, ცოცხლად შესრულებული, ძველი ქალაქური სიმღერების, თანამედროვე ინტერპრეტაციით.

რესტორანი ვერაზე, კოსტავას 45ბ ნომერში მდებარეობს და ყოველდღე, 12:00 საათიდან, ბოლო სტუმრამდე მუშაობს, სამზარეულო კი 00:00 საათამდე გემსახურებათ.

ნახეთ რესტორანი ქალაქი infos.ge -ზე, დაათვალიერეთ მენიუ და გამოიყენეთ დაჯავშნის სერვისი.
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL