კარტოფილი შაშხითა და ყველით

თქვენი დროის დაზოგვის მიზნით და ამავდროულად საოცრად გემრიელი კერძის მისაღებად, infos.ge ძალიან მარტივ რეცეპტს გაგაცნობთ. კარტოფილი შაშხითა და ყველით უმოკლეს დროში მზადდება და მისგან უგემრიელესი კერძი გამოდის. მთავარია მონდომება და სულ რამდენიმე წუთი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კარტოფილი - 5 ცალი
  • შაშხი ან ლორი - 5 ნაჭერი
  • მდნარი ყველის ფირფიტები - 5 ცალი
  • მარილი - გემოვნებით
  • შავი პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
პირველ რიგში კარგად გარეცხეთ კარტოფილი და მოხარშეთ რამდენიმე წუთი. საშუალოდ მოხარშული კარტოფილი ჩაჭერით რამდენიმე ადგილას, ისე რომ ნაჭრებს შორის ჩააწყოთ შაშხი და ყველი. თუმცა სანამ მათ ჩაწყობაზე გადავალთ, შაშხისა და ყველის თითოეული ნაჭერი დაჭერით იმდენ ნაწილად, რამდენ ნაწილადაც ჩაჭრით კარტოფილს. ამის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ შაშხი და ყველი ჩააწყოთ კარტოფილის ჩაჭრილ ადგილებში. მოაყარეთ მარილი, პილპილი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 5-10 წუთით.

თქვენი უგემრიელესი კარტოფილი შაშხითა და ყველით მზად არის. გემრიელად მიირთვით.
კარტოფილი შაშხითა და ყველით

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL