ადგილი სადაც ჯანსაღ კვებაში ხელს შეგიწყობენ
 

ჯანსაღი კვებითა და მრავალფეროვანი მენიუთი თბილისის კვების ობიექტებისგან განებივრებულნი ნამდვილად არ ვართ. იმ ადგილთაგან კი, რომელთა მენიუც გათვლილია ჯანსაღი კვების მოყვარულებზე ან უბრალოდ დიეტაზე მყოფ ადამიანებზე,   „კულინარია 7“ ერთ-ერთი გამორჩეულია.



საოჯახო კაფე „კულინარია 7“ სტუმრებს მყუდრო გარემოსა და მრავალფეროვან კერძებს სთავაზობს. როგორც infos.ge-სთან საუბრისას კაფეს მენეჯერმა, მაია კორძაძემ აღნიშნა,  „კულინარია 7“ გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. უფრო მეტიც, მისივე თქმით, ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ ოჯახები, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტს, ნატურალური კერძების დაგემოვნება წარმოადგენს.  

„ჩვენს სტუმრებს მუდმივად ახალ პროდუქტს ვთავაზობთ. გვაქვს „ფიტნეს მენიუ“, რომლის ფასიც 3 ლარიდან 6 ლარამდე მერყეობს და დიდი პოპულარეობით სარგებლოს ჯანსაღი კვების მოყვარულებში, ის ასევე საუკეთესო გამოსავალია, მათთვის ვინც დიეტაზეა. „კულინარია 7“-ში, გარდა „ფიტნეს მენიუსა“ შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ ქართულ-ევროპული სამზარეულოც. ჩვენს მენიუს მუდმივად ემატება ახალი კერძები, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს გაძლევთ. მათთვის ვინც ვერ ახერხებს სახლიდან გასვლას, გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისიც,. რომლის ფასიც 3 ლარია“.

„კულინარია 7“ ფალიაშვილის N7 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 08:30 საათიდან 21:00 საათამდე მუშაობს.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL