8 ოქტომბერს, თბილისი მოლის პირველ სართულს, ახალი ქართული ბრენდი „კაშნე“ შეემატა.


ჰაეროვანი, ფერადი და დახვეწილი ყელსახვევების შექმნის იდეა, 4 მეგობარს დაებადა და მაშინვე შეუდგა იდეის განხორციელებას. ასე დაიწყო ქართული და ყველასგან განსხვავებული ყელსახვევების ბრენდის ისტორია, რომლის მთავარი კონცეფცია მხოლოდ ნატურალური ქსოვილების გამოყენებაა. ამ ეტაპზე, „კაშნე“ გთავაზობთ შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, სადაც აბრეშმის ყელსახვევებთან ერთად, ნაქსოვი პროდუქციის შეძენასაც შეძლებთ.


„თითოეული ყელსახვევი დიდი ყურადღებით, სიფაქიზითა და სიყვარულით იქმნება. მასში ვდებთ მთელს ჩვენს ფანტაზიას და ვცდილობთ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შევაყვაროთ თავი. გარდა ამისა, ყველა დიზაინი, ექსკლუზიურია და არ გააჩნია ანალოგი“.

როგორც გოგოებმა infos.ge- ს გაუმხილეს, მსგავსი პროდუქციის წარმოების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიხვდნენ რომ, საქართველოში ყელსახვევების წარმოების დამოუკიდებელი ხაზი არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, არ დააყოვნეს და გახდნენ პირველები, ვინც ეს მისია საკუთარ თავზე იტვირთა.

„კაშნეს“ ოფიციალური გახსნის ცერემონია, 20 ოქტომბერს იგეგმება. პროდუქციის ფასები 25 ლარიდან 65 ლარამდე მერყეობს. კიდევ ერთი, რასაც ბრენდი გთავაზობთ, არის პერსონალიზირებული ყელსახვევები, რომლებსაც კონკრეტულ ადამიანს, მისივე ინიციალებით აჩუქებთ.



„კაშნეს“ შემქმნელების განმარტებით, სამომავლოდ ბრენდის განვითარების ბევრი გეგმა აქვთ. თუმცა ამ ეტაპზე, პირობას დებენ, რომ ხშირი ფასდაკლებებითა და შემოთავაზებებით გაგვანებივრებენ.

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ