ყაბაყი ბრინჯითა და პომიდვრით

დღეისათვის infos.ge ძალიან მარტივი და უგემრიელესი კერძის რეცეპტს გაგაცნობთ. ყაბაყი ბრინჯითა და პომიდვრით, საოცრად ნოყიერი და ჯანსაღი კერძია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ყაბაყი - 4 ცალი
  • პომიდორი - 4 ცალი
  • რეჰანი - 1 კონა
  • დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები - 3 სუფრის კოვზი
  • თინუსის კონსერვი - 200 გრამი
  • არაჟანი - 3 სუფრის კოვზი
  • კვერცხი - 1 ცალი
  • გახეხილი ყველი - 1 სუფრის კოვზი
  • ბრინჯი - 200 გრამი
  • კარაქი - 60 გრამი
  • პილპილი - გემოვნებით
  • მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
გაჭერით ყაბაყი შუაზე და ამოუღეთ შიგთავსი. კუბიკებად დაჭერით კანგაცლილი პომიდორი. შეურიეთ ერთმანეთს დაჭრილი პომიდვრის ნახევარი, თინუსი, წვრილად დაჭრილი რეჰანი, ყაბაყის გული და სიმინდი. ინგრედიენტებს დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი, მარილი და პილპილი.

ყაბაყის ნაჭრები გატენეთ მიღებული ფარშით, თავზე მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით. ამ ყველაფრის პარარელურად მოხარშეთ ბრინჯი, დაუმატეთ დარჩენილი პომიდორი და წამოდუღების შემდეგ, დაუმატეთ კარაქი. მომზადების შემდეგ, თავზე მოაყარეთ მწვანილი.

თქვენი უგემრიელესი ყაბაყი ბრინჯითა და პომიდვრით მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ყაბაყი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ