ცხელი შოკოლადი რომით

ზამთრის სუსხიან დღეებს, ცხელი და გემრიელი სასმელი უხდება. ამ პერიოდის ყველაზე პოპულარული სასმელი, ცხელი შოკოლადია. კლასიკური ცხელი შოკოლადის მრავალფეროვნებისთვის, infos.ge უგემრიელეს რეცეპტს შემოგთავაზებთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • რძე - 80-100 მლ.
  • შავი შოკოლადი - 60-70 გრამი
  • დარიჩინი - 1/4 ჩაის კოვზი
  • მიხაკი - დანის წვერით
  • ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩაის კოვზი
  • რომი - გემოვნებით
მომზადების წესი:
პატარა ქვაბში ჩაასხით რძე, დაამატეთ შავი შოკოლადის დატეხილი ფილა და დადგით დაბალ ცეცხლზე. შავი შოკოლადის ნაცვლად, შეგიძლიათ რძიანი შოკოლადი გამოიყენოთ.  ქვაბში მოთავსებულ მასას, პერიოდულად მოურიეთ სათქვეფით, რომ თანაბრად განაწილდეს შოკოლადი. შოკოლადის გადნობის შემდეგ, დაამატეთ დარიჩინი, ვანილის ექსტრაქტი და მიხაკი. ბოლოს დაამატეთ რომი და კარგად მოურიეთ. როდესაც მასა წამოდუღებას დაიწყებს და შესქელდება, გადმოდგით გაზქურიდან. თუ გსურთ, რომ უფრო თხევადი იყოს, დაამატეთ ცოტა რძე, ან პირიქით, თუ ხედავთ, რომ თხელია და უფრო სქელი გსურთ მიიღოთ, დაამატეთ შოკოლადი. მიღებული მასა გადმოასხით ჭიქაში და ოდნავ გააგრილეთ.  

თქვენი უნაზესი და უგემრიელესი სასმელი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ცხელი შოკოლადი რომით

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ