იტალიური დესერტი პანა კოტა

დღეისათვის infos.ge უგემრიელესი იტალიური დესერტის - პანა კოტას რეცეპტს გაგაცნობთ. დესერტი, ნაღების ერთგვარ ჟელეს წარმოადგენს, მისი მომზადება კი, ძალიან მარტივია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 1 ლიტრი
  • შაქარი - 150 გრამი
  • ჟელატინი - 1 სუფრის კოვზი
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • შოკოლადი ან მურაბა - გემოვნებით
მომზადების წესი:
50 მლ ცივ წყალში გახსენით ჟელატინი და მოურიეთ სანამ არ გაიხსნება. ამის შემდეგ, გააცხელეთ ნაღები, ჩაყარეთ შაქარი, ვანილი და წყალში გახსნილი ჯელატინი. შერეულ ინგრედინეტებს, ცეცხლზე ურიეთ მანამ, სანამ ერთმანეთში სრულად არ გაიხსნება, მაგრამ არ მიიყვანოთ ადუღებამდე. მიღებული მასა ჩაასხით თქვენთვის სასურველ ფორმებში და შედგით მაცივარში. გააჩერეთ დაახლოებით ორი საათი და მზა დესერტს ზევიდან მოასხით გამდნარი შოკოლადი ან  ნებისმიერი სახეობის მურაბის წვენი. იმისათვის, რომ პანა კოტა ფორმებიდან ადვილად გადმოვიდეს, ფორმის ძირი ჩაუშვით ცხელი წყლით სავსე ჯამში და გააჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ზევიდან დააფარეთ თეფში და გადმოატრიალეთ.

თქვენი იტალიური დესერტი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
პანა კოტა

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ