საჰაერო ბილიკი, ხიდები, კოშკურები - ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა



გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებში გვხვდება. ხის კენწეროების ბილიკის შექმნის მიზანია, ადამიანებმა უკეთ, ახლოდან შეიცნონ ბუნება და ხელშესახები გახდეს მათთვის. მსგავსი ბილიკი ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, რაც ხელს შეუწყობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.

ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის სოციალურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, დეტალურ პროექტირებაზე საერთაშორისო ტენდერი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობამ, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს - TJS-III-ის ფარგლებში გამოაცხადა. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები მიმდინარე წლის 13 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ.

წყარო: http://commersant.ge/?view=post&id=132540&lang_id=ge

{{ authTitle }}
{{ alert.title }}