თავადური
4.8

კატეგორია რესტორნები
ელ-ფოსტა info.tavaduri@gmail.com
მისამართი თბილისის მტკვრის მარცხენა სანაპირო . მუშტაიდის პარკის მიმდებარე ტერიტორია. მაიაკოვსკის ქ. 2/4
Facebook-ის გვერდი http://goo.gl/x2Du0l
ვებ-გვერდი tavaduri.ge
ტელეფონის ნომერი +995 596 08 77 88

სამზარეულო
ქართულ-ევროპული
დარბაზის მოცულობა
ევროპული 110; ქართული დარბაზი 250; მარანი 50; ვერანდა 80;
გასართობითი პროგრამა
ანსამბლი ტრიო; ქართული საცეკვაო ანსამბლი“ თავადური“
ადგილზე მიტანა
კი
DJ
კი
სპეცსაცდილი
კი
პარკინგი
კი
Wi - Fi
კი
სუფთა ჰაერზე
ვერანდა
სამუშაო საათები
10:00 - 02:00
ბარათებით გადახდა
კი
ცოცხალი მუსიკა
დიახ

,,თავადური“ – ქართული, საავტორო სამზარეულოს კლასიკური რესტორანი, მე-19 საუკუნის თბილისის ისტორიულ პარკში - „მუშტაიდი.“

მე-19 საუკუნეში „მუშტაიდი“ ტიფლისის საუკეთესო ბაღად ითვლებოდა. ბაღში, ზაფხულობით გამართულ საღამოებზე, უკრავდა მუსიკა და სასიამოვნო ჰანგებით ატკბობდა ქალაქის მოსახლეობას, ასევე ამ ადგილზე გახსნილი იყო რესტორანი. არსებობს მოსაზრება, იმის შესახებ, რომ სწორედ ამ ბაღში მოხდა ცნობილი მხატვრის - ფიროსმანისა და მომღერალი მარგარიტას შეხვედრა.
სწორედ ამიტომ, სამართლიანია ის, რომ რესტორნის სიამაყეს წარმოადგენს მისი იდეა: თავადების დროის ისტორიული და რომანტიული ადგილმდებარეობის შერწყმა - შენარჩუნება. 

რესტორანი „თავადური“ – ოთხი სხვადასხვა ისტორიაა, თავადების დროინდელი საქართველოდან. 
„თავადური“-ს გერბის შექმნისას, გათვალისწინებულ იქნა რესტორნის მთავარი იდეა: ოთხი განსხვავებული ისტორიული გადმოცემის - „სათავადოს“, „სალხინოს“, „სანადიმოს“, „მუშტაიდის ვერანდის“ გაერთიანება, ასევე თავადების დროინდელი საქართველოს გასტრონომიული მახასიათებლები.



დარბაზი ,,სათავადო”

დარბაზი „სათავადო“ შევსებულია მდიდრული ავეჯით, გამოირჩვეა ელეგანტურობითა და თავადური სიდიადით. სპილოს ძვლის ტონებში გაფორმებული რესტორნის მყუდრო, კოლონებიანი დარბაზი იდეალურ ადგილს წარმოადგენს განმარტოებული საუბრებისათვის, საქმიანი სადილებისათვის, განსაკუთრებული ვახშმებისათვის, ფურშეტებისათვის ან საზეიმო ღონისძიებებისათვის. საავტორო მენიუში შეფ-მზარეულმა შეაგროვა თავადების დროის,სხვადასხვა ეპოქის, ქართული ინტელიგენციისთვის საყვარელი, უნიკალური ქართული რეცეპტები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დიდი ქართველი თავადების, ჭავჭავაძეების სუფრასთან ჯდომის კულტურასა და ღვინის მირთმევისრიტუალს. “ღვინის ბარათში” შეგროვილია კახეთის უნიკალური ღვინოები. ყურადღება მისაქცევია ღვინო „წინანდალი“-ს სიუხვე მენიუში, რომლის სამშობლო არის კახეთი, თავად ჭავჭავაძეების სოფელი და ამ დიდებული ღვინის ტერუარი – წინანდალი. მოცემულ, ნამდვილად თავადური დარბაზის გერბზე გამოსახულია სავარძელი, ერთგვარი ტახტი, რომელიც ჭავჭავაძეების საგვარეულო გერბზეილუსტრირებულ ტახტს გვახსენებს.

დარბაზი ,,სალხინო”

აქ სტუმრებს ახლად გამომცხვარი „შოთის“ სუნი დახვდებათ, რომელსაც პირდაპირ, დარბაზში მოწყობილ თონემდე მივყავართ. ინტერიერი გაფორმებულია ქართული, ანტიკური კულტურისთვის დამახასიათებელი დეტალებით. ამ დარბაზის შექმნა შთაგონებულია დადიანების მამულის - სალხინოს ისტორიით, რომელიც სახელგანთქმული იყო ხმაურიანი ქეიფებით, განსაკუთრებული ღვინის მარნითა და ქვევრებით.
სადილისას, ტახტზე მჯდომი,თქვენ ნამდვილად იგრძნობთ თავს თავადად. ამ დარბაზის მენიუსთვის განსაკუთრებული მახასიათებლებია სიუხვე და ნაციონალური კერძების მომზადებისას ტრადიციების მაქსიმალური დაცვა. ღვინის ბარათში, ყურადღება მისაქცევია სამეგრელოს უიშვიათესიღვინო„ოჯალეში“.
„სალხინო“–ს გერბი აერთიანებს ყარაჩოღელებისა და თავადების ღვინის მისართმევ სასმის „აზარფეშა“-ს და რაკრაკა „კულა“-ს, რომელთა გარეშეც არ ჩაუვლია არცერთ თავადურ ქეიფსათუ ღვინის მირთმევის რიტუალს. 



დარბაზი ,,სანადიმო”

ამ დარბაზშიშერწყმულია მასიური კედლების კეთილშობილება და ზომიერად დახშული სინათლე. დედაქალაქური ყოველდღიურობისგან და ყოფიერებისგანგაშორებული,თეთრიინტერიერის თბილ ტონებში, მშვიდადიგრძნობთ თავს. ეს სივრცე იდეალურია ფურშეტებისთვის (400 ადამიანი) ბანკეტებისთვის და ქორწილებისთვის (250ადამიანი). დარბაზის სახელის იდეა ისტორიულ გადმოცემას უკავშირდება. „ნადიმი“ წარმოადგენს საქართველოს თავადების და მეფების დროის,რიტუალების დარბაზის ანალოგს.ნადიმზე ხვდებოდნენ მნიშვნელოვან სტუმრებს, ატარებდნენ ვახშმებს, რომელიც ზოგჯერ მთელი კვირაგრძელდებოდა. ამ საბანკეტო დარბაზის კონცეფციაში ჩადებულია სტუმრების თავადური მიღება, ყველა ტრადიციით, რომელიც ქართული კულტურისა და სტუმართმოყვარეობის ჟამთაღმწერელებმა გადმოგვცეს.
„სანადიმო“ –ს დარბაზის გერბზე გამოსახულია არფა, თავადური შეკრებებისა და დღესასწაულების მუსიკალური აკომპანიმენტის სიმბოლო! ასეთივე არფით ილუსტრირებულია თავად დადიანების საგვარეულო გერბი.


ვერანდა „მუშტაიდი“

„მუშტაიდი“-ის ვერანდა დასამახსოვრებელ დასვენებას გვპირდება, ისე რომ თბილისიდან არც კი გავიდეთ.აქ შეგიძლიათ დაგეგმოთ ბიზნეს-ლანჩი ან ნებისმიერი სახის ღონისძიება და დატკბეთ მზის ჩასვლისა თუ განთიადის ყურებით.
ვერანდის შექმნისიდეა დაკავშირებულია რესტორნის ისტორიულ ადგილმდებარეობასთან მუშტაიდის პარკში, ასევე მე-19 საუკუნის თავადების სასეირნო თუ ბუნებაში საქეიფო საყვარელ ადგილთან.
ვერანდა რესტორნის სახურავზე მყუდრო გამოვიდა, პრაქტიკულად კამერული, რომელიც გარე სამყაროსაგან მოფარებულია სიმწვანითა და ცოცხალი ყვავილებით, ზუსტად ისე, როგორც პარკი მუშტაიდი თავის საუკეთესო წლებში… 
ამას ემატება როტანგის ავეჯი, სავარძლები და რბილი დივნები, რომლებშიც ასე სასიამოვნოა ჩაძირვა და ყოველდღიურობისგან გარიდება.
შეფ-მზარეულის საავტორო მენიუში წარმოდგენილია საინტერესო,სეზონური კერძები და დესერტები, რომლების წყაროც თანამედროვე კულინარული რეცეპტებია. 
„მუშთაიდი“–ის ვერანდის გერბზე გამოსახულია მუშტაიდის ბაღის ისტორიული შესასვლელისარკა, რომელიც ამჟამად აღარ დგას აღნიშნულ ადგილზე, თუმცა ფოტოები, მე-19 საუკუნის ფოტოარქივიდან, მოწმობენ მის არსებობას. 

სამზარეულოს კონცეფცია - ქართული კლასიკა

„თავადური“–ს თითოეული კერძი არის ქართული რეცეპტების, ტრადიციების და თანამედროვე კულინარული ტენდენციების შერწყმა. მენიუშია ყველა გურმანისათვის საყვარელი, ქართული, ტრადიციული სამზარეულოს ასორტიმენტი.
საავტორო მენიუ შექმნილია ,,ფიუჟენ” სტილისკონცეფციაზე, რომელსაც მაღალი გასტრონომიის პრინციპი გამოარჩევს, სადაც შეფ-მზარეული ეცადა სხვადასხვა რეგიონებისა და სათავადო ეპოქების ექსკლუზიური ტრადიციული კერძები შეეგროვებინა.

„თავადურის“ შოუ – პროგრამა

„თავადური“ –ისკონცეფციის გასართობი ნაწილი ასევე მრავალს გვპირდება. ყოველ საღამოს დარბაზების სივრცეს ავსებს ხალხური მუსიკის ჰანგები და ტრადიციული, კოსტიუმირებული ცეკვების შოუ-პროგრამა, აგრეთვექართული მრავალხმიანი მუსიკის შემსრულებელთა ცნობილი გუნდი.
ზაფხულის საღამოებისათვის კი მუშტაიდის ვერანდაზე თქვენ გელოდებათ განსაკუთრებული და ყოველ ჯერზე ახალი,განსხვავებული პროგრამა.

კატეგორია
კერძი
ფასი

რეიტინგი
4.8

5
4
3
2
1
რუკა
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
კონტაქტი