სტეფანწმინდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა

პოპულარული ამერიკული სამოგზაურო პორტალი Thrillist მკითხველს მოგზაურობას მსოფლიოს 20 პატარა ქალაქში ურჩევს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

იტალიურ, ესპანურ, ბრაზილიურ, გერმანულ, ავსტრიულ, იაპონურ ქალაქებს შორის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდა მოხვდა.

Thrillist -ის ჟურნალისტმა ბრიუს ნორსამმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა. „არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე სტეფანწმინდაში ერთმანეთთან შერწყმულია. ამ სოფელში ყველას ყურადღებას იპყრობს გორაკი, რომელზეც 14 საუკუნეში აშენებული გერგეთის წმინდა სამება მდებარეობს, მის უკან კი თოვლით დაფარული მყინვარწვერია. უმშვენიერესი ბუნების შესასწავლად სტეფანწმინდა საუკეთესო ადგილია, აქ შეგიძლიათ დაბანაკდეთ და ეწვიოთ ეროვნულ პარკს, ცხელ წყაროებს, მჟავე წყლებს, ჩანჩქერებს, ტბებს. აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს რუსეთი, თუმცა საქართველოში უფრო მეტად ურჩევნიათ თეთრი და წითელი ღვინო შეადარონ ერთმანეთს ვიდრე ჩრდილოელ მეზობელზე ისაუბრონ. ეს არის ქრისტიანული, სტუმართმოყვარე ღვინის ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 3,7 მილიონია, მაგრამ ვაზის 500-ზე მეტი ჯიშით არის ცნობილი“ -წერს ბრიუს ნორსამი.

სტეფანწმინდის გარდა, ჩამონათვალში ასევე გვხვდება ისეთი უმშვენიერესი ქალაქები, როგორებიცაა ჰალშტატი (ავსტრია), ჩესკი-კრუმლოვი (ჩეხეთი), სანტა მადალენა (იტალია), რონდა (ესპანეთი), შირაკავაგოს სოფელი (იაპონია) და სხვ.

სხვა ქალაქები:

კო ფი ფი, ტაილანდი.
მოსახლეობა: 2 500 ადამიანი.



კრუმლოვი, ჩეხეთი.
მოსახლეობა: 14 146 ადამიანი.



ჩეფჩაოენი, მაროკო.
მოსახლეობა: 42 786 ადამიანი.



სანტა მადალენა, იტალია
მოსახლეობა: 334 ადამიანი



სენტ ივს კონვოლი, გაერთიანებული სამეფო
 მოსახლეობა: 11 000 ადამიანი




რონდა, ესპანეთი
მოსახლეობა: 34 000 ადამიანი




ტულუმი, მექსიკა
მოსახლეობა: 18 223




შირავაკაგო, იაპონია
მოსახლეობა: 1 734 ადამიანი




ვანაკა, ახალი ზელანდია
მოსახლეობა: 6 471 ადამიანი




ალბერობელო, იტალია
მოსახლეობა: 11 000 ადამიანი




პარატი, ბრაზილია
მოსახლეობა: 35 000




სტეფანწმინდა, საქართველო
მოსახლეობა: 2 000 ადამიანი




ჰალშტატი, ავსტრია
მოსახლეობა: 860 ადამიანი




რიომაჯიორე ინ სინკუე ტერე, იტალია.
მოსახლეობა: 1 500 ადამიანი




ეზე, საფრანგეთი
მოსახლეობა: 3 000 ადამიანი




პორტ დუგლასი, ავსტრალია
მოსახლეობა: 3 200 ადამიანი

{{ authTitle }}
{{ alert.title }}