საქართველოში პირველი სპეციალიზირებული Fish Market-ი იხსნება



 

თბილისში, კომპანია Four Seas Trading–ი პირველ სპეციალიზირებულ Fish Market-ს გახსნის. როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, Fish Market-ი ოქტომბერში გაიხსნება და ის 350 კვ.მ-ზე იქნება მოწყობილი. მათივე განცხადებით, Fish Market-ში როგორც თევზის „ბაზარი“, ასევე რესტორანი განთავსდება.

საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელის კონსტანტინე რევიას თქმით, Fish Market- ის შექმნის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა და მისი მიზანი ქვეყანაში თევზის მოხმარების კულტურის პოპულარიზაციაა. Fish Market-ში თევზის გარდა სხვადასხვა მაღალი ხარისხის გასტრონომიული პროდუქციაც გაიყიდება.

როგორც რევიამ აღნიშნა, საბოლოო ჯამში, იქნება ერთი სივრცე, სადაც ადამიანს შეეძლება როგორც ზღვის პროდუქტების, ასევე მზა პროდუქციის შეძენა და მათი ადგილზე დაგემოვნება.

კომპანია თავის პროდუქციას გაყიდის როგორც საცალოდ, ასევე მოამარაგებს კორპორატიულ მომხმარებლებს. ხოლო ოქტომბრის დასაწყისიდან პროდუქციის მთელი ასორტიმენტის შეძენა იქნება შესაძლებელი კომპანიის ონლაინ მაღაზიაში www.fishmarket.ge.  ზღვის პროდუქტები იმპორტირებული იქნება ჩრდილოეთის და ხმელთაშუა ზღვებიდან, ასევე სპარსეთის ყურედან.  ჩრდილოეთის ზღვიდან - სკანდინავიის ქვეყნები და ისლანდია. ხმელთაშუა ზღვიდან - თურქეთი, საბერძნეთი, ტუნისი, პორტუგალია და ესპანეთი. შავი ზღვიდან - საქართველო, ხოლო სპარსეთი ყურის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები და ომანი. Fish Market - ში წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი დასახელების გარეული ზღვის პროდუქტი, თუმცა ასევე გაიყიდება ფერმაში ორგანული წესით მოყვანილი თევზიც.

„ჩვენი კომპანია ასევე გახდა იტალიური ღვინის კომპანია Antinori-სა და Frescobaldi-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი.  გარდა ამისა Fish Market-ში წარმოვადგენთ: მაღალი ხარისხის იტალიურ და ესპანურ ზეითუნის ზეთებს, არტიზანულ პასტას და დაკონსერვებულ პროდუქციას. სამომავლოდ ასორიტიმენტი რა თქმა უნდა, გაიზრდება.“ - განმარტა რევიამ.  

საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ Fish Market-ი იანვარში ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომ თევზის რესტორანს გახსნის.


წყარო: http://commersant.ge/?view=post&id=132118&lang_id=ge


 

{{ authTitle }}
{{ alert.title }}