კოქტეილი - გროგი

გროგი არის ალკოჰოლური კოქტეილი, რომლის მთავარი შემადგენელი ინგრედიენტი რომია. ზოგადად, მისი ერთგვარი რეცეპტი არ არსებობს, შესაძლოა იყოს ცხელიც და ცივიც, სანელებლებით ან მის გარეშე, მაგრამ მთავარია შეურიოთ რომი. ვინაიდან ზამთარი გვიახლოვდება, infos.ge-მ გადაწყვიტა ცხელი გროგის რეცეპტს გაგაცნოთ.
საჭირო ინგრედიენტები:

  • შავი ჩაი - 1 ჩაის კოვზი
  • რომი - 80 მლ
  • ლიმონი - 3/4
  • შაქარი - გემოვნებით
  • დარიჩინი - 1 ჯოხი
  • ვარსკვლავა ანისი - 1-2 ცალი
  • მიხაკი - 4-5 ცალი
მომზადების წესი:
შავ ჩაის დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დაამატეთ შაქარი, სანელებლები და დააყენეთ 5 წუთი. შემდეგ, დაამატეთ ლიმონის წვენი, გადაწურეთ და დაასხით რომი, მიღებული სასმელი ჩამოასხით ჭიქებში და დალიეთ ცხელი. სურვილის შემთხვევაში, კოქტეილს შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი, ცოტა ვისკი და
ფორთოხლის წვენი.
თქვენი გროგი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
გროგი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL