ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნები - 2017 წელი



21 სექტემბერი - მშვიდობის საერთაშორისო დღე. ამ დღის აღსანიშნავად გთავაზობთ 15 ყველაზე მშვიდ ქვეყანას 2017 წლის Global Peace Index -ის მიხედვით. სია შედგენილია სამი კრიტერიუმის მიხედვით: ქვეყანაში უსაფრთხოების დონე¹, კონფლიქტის რაოდენობა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ², მილიტარიზაციის დონე³.
15. უნგრეთი
ეს ქვეყანა ყველაზე მეტად ცნობილია დედაქალ „ბუდაპეშტით“, განთქმული ისტორიურლი კაფეებით და ორნამენტული აბაზანებით. როგორც ტურისტები ამბობენ საკმაოდ რომანტიული და მშვიდი ქვეყანაა, მის დედაქალაქში კი ძველებურ სტილთან შერწყმულია ახალი, თანამედროვე ქალაქი.



14. ნორვეგია
ჩრდილოეთის ციალის ნახვა ძალიან ბევრი მოგზაურის ოცნებაა, ნორვეგია გამორჩეულია ულამაზესი ბუნებით, თუმცა კრუიზები და შუაღამის მზე უფრო დიდი ინტერესით სარგებლობს ტურისტებში.



13. ბუტანი
არაა გასაკვირი ამ სიაში ბუტანის მოხვედრა, ქვეყანა სადაც ეროვნული ბედნიერების დონე უფრო მნიშვნელოვანი საზომია ვიდრე მთლიანი შიდა პროდუქტი. ბუტანში მოგზაურობა თითქოს დროში უკან მოგზაურობას გავს. თანამედროვე მობილური ტელეფონები, ავტომობილები და მანჩესტერ იუნაიტედი კი გხვდებათ თვალში დედაქალაქ ტიმპუში, მაგრამ პუნაკა და პარო -ეს ორი ადგილი გამორჩეულია კრისტალურად სუფთა მდინარეებით, გასაოცარი ხეობებით და მთებით. ინდოეთის და ჩინეთის შუაში მოქცეული ეს ქვეყანა ნამდვილი სამოთხეა და არავინ იცის კიდევ რამდენი ხანი დარჩება მსგავს სიტუაციაში. ჯერ-ჯერობით კი, ნამდვილი სამოთხეა.



12. ავსტრალია
ინგლისურად მოსაუბრე, კრიკეტის მოყვარული, თბილი ზამთარი, უგემრიელესი კერძები და ღვინო - ეს ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა მშვიდობიან ქვეყნებს შორის.



11. იაპონია
თოვლით დაფარული მთა ფუჯიდან უძველეს ქალაქ კიოტომდე ძალიან ბევრი მიზეზი შეგხვდებათ იმისა თუ რატომ არის იაპონია ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ქვეყანა ჩვენს პლანეტაზე. 




10. ირლანდია
ცნობილი ირლანდიული ლუდი გინესი ნამდვილ გემოს მხოლოდ და მხოლოდ ირლანდიაში ეზიარებით. ირლანდიელებისთვის ამ სიაში მეათე ადგილი დღემდე სარეკორდოა, მათი მეზობელი ბრიტანეთი აღნიშნულ სიაში 41-ე ადგილს იკავებს.




9. შვეიცარია
შვეიცარიელები ომში არ ყოფილან ჩართული 1847 წლის შემდეგ, არ ხარჯავენ ათეულობთ მილიარდ დოლარს სამხედრო შეიარაღებაზე და ითვლება რომ ეს ქვეყანა ყველაზე ახლოს არის იდეალურ დემოკრატიასთან სადაც ნებისმიერ მოქალაქესაც კი შეუძლია კონსტიტუციური ცვლილების შეთავაზება.
ასევე ალპების და როჯერ ფედერერის სამშობლო. დღეს მეცხე ადგილზეა თუმცა იყო შემთხვევები როდესაც აღნიშნულ სიაში შვეიცარია პირველ ადგილს იკავებდა.




8. კანადა
მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვეყანა, ადგილი სადაც მოლოდინს რეალობა აჭარბებს, სადაც მთები უფრო დიდია, ტბები უფრო ლურჯი, ქალაქები უფრო მშვიდი და ხალხი უფრო მეგობრული - ეს კანადაა.
მისი ზომის მიუხედავად კანადა ძალიან მშვიდი და მეგობრულია, უამრავი ლამაზი ადგილი, გაყინული ტუნდრა, დაუსრულებელი ტყეები და ულამაზესი ტბები.



7. სლოვენია
ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი იყოს სლოვენიის საუკეთესო ათეულში ყოფნა თუმცა სლოვენია ამას იმსახურებს. სლოვენიის მშვიდი ქვეყნების ათეულში ყოფნა მისი ხალხის დამსახურებაა, ისინი ძალიან ტოლერანტული, მეგობრული და სტუმართმოყვარეები არიან. კლიმატიც კი გამორჩეულია ამ ქვეყანაში, თბილ ხმელთაშუაზღვის კლიმატს ერწყმის ალპების სუსხი, ზაფხულში თოვლიც კი არ უნდა გაგიკვირდეთ, სლოვენიის ტერიტორიის ნახევარზე მეტი ტყით არის დაფარული, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა მსოფლიოში.




6. ჩეხეთი
28 წელი გავიდა ხავერდისფერი რევოლუციდან, რამაც დაასრულა კომუნიზმის 41 წლიანი ბატონობა. ამ 28 წელში ქვეყანამ ძალიან დიდი გზა გაიარა იქამდე რომ დღეს აღნიშნულ სიაში საპატიო მეექვსე ადგილი დაეკავებინა.
განთქმული უგემრიელესი ლუდით, საოცარი სილამაზის დედაქალაქით და უგემრიელესი კერძებთ. დედაქალაქი პრაღა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად მსოფლიოში.




5. დანია
სკანდინავიური ქვეყნები მოიზარება როგორც ყველაზე ბედნიერი ხალხი. ულამაზესი, თანამედროვე დედაქალაქი - კოპენჰაგენი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ძველებური სტილის შენობებს ერწყმის ახალი, თანამედროვე ნაგებობები და საოცარ სანახაობას ქმნის. 




4. ავსტრია
ალპები და მოცარტი - ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს შეიძლება ყველაფერი იყოს, მაგრამ ავსტრიისთვის მხოლოდ მცირედია. ავსტრია ძალიან პოპულარული ადგილია ტურისტებში, საოცრად ლამაზი სოფლები. ულამაზესი ჰალშტატი - ტბის პირას გაშენებული პატარა სოფელი.
შეუძლებელია არ შეგიყვარდეს ვენა, არ აქვს მნიშვნელობა ერთი დღით ხარ თუ მთელი წელი ცხოვრობ, ვენა ყოველთვის ულამაზესია და ყოველთვის აღმოაჩენ რაღაც ახალს. კულტურული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი, კაფეები, გალერეები, მაღაზიები - ყოველთვის განსაკუთრებულად გაგრძნობინებს თავს.




3. პორტუგალია
მშვიდი და ლამაზი - ევროპის უკიდურეს დასავლეთით განთავსებულ ქვეყანას ეს ორი სიტყვა მშვენივრად გამოხატავს, უამრავი ადგილია რომელიც მოგეწონებათ და გაგაოცებთ. რეგიონები განსხვავდება კულტურის კუთხით, მდიდარი სამზარეულო და გემრიელი ღვინო ყველა რეგიონში განსაკუთრებულია. ლისაბონი - გამორჩეული ადგილია, ვიწრო ქუჩები, ყვითელი სახურავით დაფარული შენობის სახურავები, იფიქრებთ რომ ისევ 18-ე საუკუნის პორტუგალიაში მოგზაურობთ. ატლანტიკის ოკეანის სუსხი კი მუდმივად გაგრძნობინებთ რომ თვენთან ახლოს  ულამაზესი ოკეანის სანაპიროა.





2. ახალი ზელანდია
უნიკალური ბუნება, რომლის ანალოგიც არსად არ არის.  ტურისტების უმრავლესობა ვინც ამ ქვეყანაში მოგზაურობს ყოველთვის აღნიშნავს მის განსხვავებულ ბუნებას, გემრიელ კერძებს, სიმწვანეს და დაუსრულებელ თეთრ ღრუბლებს. 




1. ისლანდია
ცეცხლის და ყინულის ქვეყანა, ვულკანებით და გეიზერებით მდიდარი ეს ადგილი ნამდვილი თერმული ბომბია, თუმცა ეს არ აბრკოლებს ამ ქვეყანაში ჩამსვლელ მილიონობით ტურისტს. გასულ წელს ისლანდიაში 2 მილიონამდე ტურისტი ჩავიდა და ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. ჩრდილოეთის ციალი, დაუსრულებელი მწვანე მდელოები. არ დაგავიწყდეთ რომ სამეფო კარის თამაშების დიდი ნაწილი ისლანდიაშია გადაღებული.
სწორედ ისლანდიაა ყველაზე მშვიდი ქვეყნა დედამიწაზე.





საინტერესოა რომელ ადგილზეა საქართველო და ჩვენი მეზობლები.
მაშ ასე:
საქართველო აღნიშნულ სიაში 94-ე ადგილს იკავებს.
სომხეთი: 112 -ე ადგილზე.
აზერბაიჯანი: 132 ადგილზე.
თურქეთი: 146 - ე ადგილზე.
რუსეთი: 151 -ე ადგილზე.
როგორც ხედავთ ჩვენს რეგიონში ყველაზე კარგ მდგომარეობაში ჩვენ ვართ, თუმცა იმედი გამოვთქვათ რომ უახლოეს წლებში 50 ეულში მაინც შევალთ.




 

{{ authTitle }}
{{ alert.title }}