ვეგეტარიანული ლაზანია

ვეგეტარიანელობა სულაც არ გვიზღუდავს კერძების არჩევანს. ამის დასამტკიცებლად, გთავაზობთ ვეგეტარიანულ ლაზანიას რეცეპტს. 

საჭირო ინგრედიენტები:

  •  ლაზანიას ფირფიტები - 5 ცალი
  • ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • ყაბაყი - 1 ცალი
  • ტომატპასტა - 300 გრამი
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
  • ყველი - 100 გრამი
  • ბაზილიკი - გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი - 3 სუფრის კოვზი
  • ხახვი - 1 თავი
მომზადების წესი:
პირველ რიგში, დაჭერით ბოსტნეული წვრილად და გახეხეთ ყველი. გაახურეთ ტაფაზე ზეთი და მოხრაკეთ ბოსტნეული რიგ-რიგობით. ჯერ ხახვი, შემდეგ ბულგარული წიწაკა და ბოლოს ყაბაყი. შეურიეთ ერთმანეთს ტაფაზე, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ბაზილიკი და გადმოდგით ცეცხლიდან. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ტომატპასტა და დააფინეთ ლაზანიას ფირფიტების პირველი ფენა. შემდეგ წაუსვით კვლავ ტომატპასტა, გაანაწილეთ ბოსტნეულის ნარევი და მოაყარეთ გახეხილი ყველის 1/3. დაალაგეთ ინგრედიენტები იგივე თანმიმდევრობით, სანამ არ ამოიწურება ყველაფერი. ბოლოს კი, კვლავ მოაყარეთ გახეხილი ყველი. გამოაცხვეთ 30-40 წუთი 180-190 გრადუსზე.
ვეგეტარიანული ლაზანია მზად არის. გემრიელად მიირთვით.

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL