ჩეხური გულიაში

ჩვენო გურმანო მეგობრებო, დღეს Infos.ge-თან ერთად, შეგიძლიათ ჩეხური ნაციანული კერძი, „გულიაში“ მოამზადოთ.
საჭირო ინგრედიენტები:

  • პაპრიკა - გემოვნებით
  • ნიორი- 1 კბილი
  • რუხი პური - 250-300 გ
  • ღია ფერის ლუდი - 60 მლ
  • ძროხის ხორცის ბულიონი - 1 ლ
  • ტომატ-პასტა - 70 გ
  • საქონლის ხორცი - 500 გ
  • ხახვი - 1 ცალი
  • ორეგანო, წიწაკა და მარილი გემოვნებით
რაც შეეხება მომზადების წესს, პირველ რიგში რუხი პური დაალბეთ წყალში, შემდეგ გაწურეთ და გადაიტანეთ საცერზე. ქვაბში გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. ამ ყველაფერს დაამატეთ ნაჭრებად დაჭრილი ხორცი და შებრაწეთ ყველა მხრიდან. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, პაპრიკა და წვრილად დაჭრილი ნიორი. ამის შემდეგ დაასხით ტომატ-პასტა, ამოურიეთ და დაასხით 30მლ ლუდი, 5 წუთის შემდეგ კი, 1 ლ ძროხის ხორცის ბულიონი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. ბულიონის ადუღების შემდეგ, დაამატეთ პური და ორეგანო, 15 წუთში დარჩენილი ლუდიც.

თქვენი ჩეხური გულიაში მზადაა, გემრიელად მიირთვით.
გულიაში

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL